kids.ge logo

ქართლს

ფავორიტებში დამატება
ქართ−ლო, დარ−დე−ბის ამშ−ლე−ლო,
გულ-მაგარ ძე−თა მხა−რე−ო!
რო გნა−ხე, გუ−ლი აძ−გერ−და,
ფიქ−რი მეწ−ვი−ა მწა−რე−ო.
ა−რა ვსთქვა, ი−სა სჯო−ბი−ა,
გულ−ში−ვე დარ−ჩეს ბა−რე−ო.
დავ−ჯე, და−ვი−წყე ტი−რი−ლი,
ცხა−რე ცრემ−ლე−ბი ვღვა−რე−ო.

ა−თას დარ−დებ−ში გამხ−ვი−ე,
ლა−მა−ზო არე-მარეო!..
ტი−რი−ლით რა−ღას ვუშ−ვე−ლი,
ფი−ა−ლაც გა−მოვ−ცა−ლე−ო.
შენ−გან აღძ−რულ−სა ფიქ−რებ−სა
ვეთაყვან-ვენაცვალეო.
გაღ−მით რომ გო−რიჯ−ვა−რი−ა,
სა−ოც−ნე−ბო−ა რა−მე−ო.
გო−რის თავს გა−ლა−ვა−ნი−ა,
დიდს მთის კლდეს შე−ვა−და−რე−ო;
ბევ−რი უ−ნა−ხავს ვა−ე−ბა,
ცრემ−ლი და ო−მი ცხა−რეო;
რა და−მა−ვი−წყებს იმ წამ−სა,
როს დაჰ−ნა−თო−ის მთვა−რე−ო!
ე−ამბ−ნა ჩემთ−ვის რა−ცა მკლავს,
ლი−ახვ−საც ვე−მუ−და−რე−ო,
მტკვარ−თან აქვს მტკი−ცე კავ−ში−რი,
ურ−ყე−ვი, და−უმც−და−რე−ო;
მათ ზი−ა−რი აქვთ სი−ცო−ცხლე
ერთი-სხვის გა−სა−ხა−რე−ო.
რა ვნა−ხე ი−მათ ძმო−ბა−ი,
ცრემ−ლე−ბი გადმოვღვა−რე−ო.
ტი−რი−ლით ვე−ღარ ა−ვავ−სებ,
ფი−ა−ლა გა−მოვ−ცა−ლე−ო.

შენ−გან აღძ−რულ−სა ფიქ−რებ−სა
ვეთაყვან-ვენაცვალეო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...არწივიარწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზ...ბუნების გლოვაΙ მთათ გული, დაწყლულებული დახოცილ შვილთა მზერითა, ერთმანერთს მისწებებია, წყენა გაზდილა წყენითა. დაღვრილი ...დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026