მეცნიერების პრინციპები და შემოქმედებითი წერა
პროგრამის მიზანია, ბავშვებს ავუხსნათ და დავანახოთ თუ რა არის მეცნიერება და როგორ მუშაობს ის; რა არის ზოგადად მეცნიერული აზროვნების მოდელი; როგორ მიიღება პასუხები იმ შეკითხვებზე, რაც ყველა ჩვენგან აინტერესებს; როგორ შეიძლება ამ მოდელის სხვადასხვა მეცნიერებებზე განზოგადება და როგორ უნდა გადმოსცეს მეცნიერმა მისთვის სასურველი სათქმელი სხვებისთვის გასაგებ ენაზე, როგორ უნდა დაიწეროს სხვადასხვა ფორმის და ფორმატის ტექსტები; როგორ მომზადდეს ის დასაბეჭდადა და გამოსაქვეყნებლად.
პროგრამის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეები თავად ქმნიან სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს, რომლებიც განთავსებულია პერიოდულ Kids.ge-ს ონლაინ ჟურნალში.
პროგრამას გაუძღვებიან: თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი ანა მგელაძე და ხელოვნებათმცოდნე ჟურნალისტი, National Geographic Magazine - საქართველოს მთავარი რედაქტორი ნათია ხულუზაური.
ჩვენი მოსწავლეები აწყობენ „ლუსის“ - 3.2 მილიონი წლის წინანდელი განამარხებული ავსტრალოპითეკი აფარენსის ჩონჩხს.
პროგრამის ფარგლებში, შაბათ დღეს მოსწავლეებს ჩაუტარდებათ სამი შეხვედრა (45 წუთიანი გაკვეთილი) შემდეგ მიმართულებებში:
მეცნიერების პრინციპები - შერჩეულია მეცნიერების ისეთი დარგები, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ყველა ბავშვისათვის. მათ შორის: ბიოლოგიური ანთროპოლოგია, პრეისტორია, არქეოლოგია, გეოლოგია და სხვ. საგანზე მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
ამბის თხრობა და შემოქმედებითი წერა - ჩვენი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითარდეთ წაკითხულის გააზრებისა და სხვისთვის ინფორმაციის გადაცემის უნარები; შეეძლოთ კრიტიკული აზროვნება და არ ეშინოდეთ საკუთარი აზრის გამოხატვის, პოზიციის დაცვის, საფუძვლიანი კონტრარგუმენტის შემთხვევაში ოპონენტთან დათანხმების, კითხვების დასმისა და კრიტიკის მიღება. მათთვის საინტერესო იყოს როგორც სამეცნიერო ისე, პოპულარულ ტექსტებზე მუშაობა. შეძლონ ნამუშევრის დაგეგმვა და სწორად სტრუქტურირება, რაც საშუალებას მისცემთ შექმნან სრულყოფილი ნამუშევარი. კურსის ზოგადი მიზნებია:
ხატვა, ილუსტრაცია - ფერწერა, გრაფიკა. მოსწავლეები შეისწავლიან აკადემიური ხატვის საფუძვლებს. მათ შორის კომპოზიციას, შუქ-ჩრდილებს, პერსპექტივას, ფერთა პალიტრას, გეომეტრიული ფორმებს, ფორმას სივრცესთან მიმართებაში და ა.შ. თუმცა გარდა ამისა, პროგრამის თემატიკიდან გამომდინარე მოსწავლეები გაეცნობიან ძველ და თანამედროვე სამეცნიერო ილუსტრაციებს, მათი შექმნის ტექნიკებს; შეადგენენ პროგრამის ფარგლებში გავლილი მასალის პოსტერებს და საინფორმაციო დაფებს. ხატვის კურსს გაუძღვება Kids.ge-ს ხატვის პედაგოგი, მხატვარი, დიზაინერი თათია ასკილაშვილი.
ანა მგელაძე - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი.
იხილეთ ჩვენი მოსწავლის მიერ აღებული ინტერვიუ ანა მგელაძესთან, რომელიც გამოქვეყნდა Kids.ge-ს ონლაინ ჟურნალის პირველ საიუბილეო ნომერში.
ნათია ხულუზაური - ხელოვნებათმცოდნე ჟურნალისტი, National Geographic Magazine - საქართველოს მთავარი რედაქტორი.
მისი ხელმძღვანელობით National Geographic Magazine – საქართველოს მიერ მომზადებული ადგილობრივი მასალა 8-ჯერ დასახელდა სათაო ოფისის მიერ Best Edit-ად, ჟურნალი 7-ჯერ დაიბეჭდა ქართული ყდით, გამოქვეყნებულ ქართულ მასალაზე დაყრდნობით მოამზადდა 9 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, დაარსდა ფოტოკონკურსი Yourshot-საქართველო, შეიქმნა კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის ბეჭდური და მუდმივად განვითრებადი ელექტრონული ვერსიები და განახლდა ჟურნალის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ნათია ხულუზაური 2009 წლიდან 2022 წლამდე იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ხოლო 2012 წლიდან 2021 წლამდე იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჟურნალის „მუზეუმი” ქართული და ინგლისური ვერსიების რედკოლეგიის წევრი და კოორდინატორი.
2015 წელს 4 თვით იმყოფებოდა აშშ-ის George Washington University-ში Carnegie Research fellowship-ისა და NCEEER fellowship-ის ფარგლებში, რამაც საშუალება მისცა კვლევა ეწარმოებინა აშშ-ის წამყვან სახელმწიფო და კერძო მუზეუმებსა და კულტურულ-სამეცნიერო ინსტიტუციებში. ამავე პროგრამის ფარგლებში გაიარა სტაჟირება National Geographic-ის სათაო ოფისში და ამერიკის მეტროპოლიტენ მუზეუმში (MET).
ნათია ხულუზაური 2016 წელს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) 24-ე გენერალურ კონფერენციაზე, მილანში, აირჩიეს ICOM-ის კოლექციებისა და არქეოლოგიური და ისტორიული მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტის (ICMAH) მმართველი საბჭოს წევრად სამი წლის ვადით. National Geographic Magazine – საქართველოში მთავარ რედაქტორად დანიშვნის შემდეგ მან უარი თქვა მმართველი საბჭოს წევრობაზე.
ფოტო: National Geographic Magazine - საქართველო/Cloud Studio.
ვრცლად: https://nationalgeographic.ge/team/natia-khuluzauri/
მეცადინეობები ტარდება შაბათ დღეს. შეხვედრები იწყება 13:00 საათზე და გრძელდება 15:25-მდე (ტარდება სამი 45 წუთიანი გაკვეთლი).
ჯგუფები დაკომპლექტებულია ბავშვის ასაკის მიხედვით. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბავშვების მინიმალური ასაკი 10 წელია. დიდების ჯგუფებში კი 15-16 წლის მოსწავლეების მიღებაც არის შესაძლებელი.
სწავლის საფასურია 140 ლარი თვეში (ფასში შედის სრულად საჭირო მასალის და ინვენტარის ფასი); დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასური თითო ბავშვზე 120 ლარია.
პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 599 93 25 14.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან სასწავლო ცენტრში.
გააფრთხილეთ ბავშვი ცვლილების შესახებ
თუ რაიმე სიტუაციურ ცვლილებაზე თქვენს შვილს უარყოფითი რეაქცია აქვს, იქნება ეს ტელევიზორის გამორთვა, თამაშის შეწყვეტა საჭმელად ან მეგობრის სახლის დატოვება, ეს ხდება იმიტომ, რომ მას წინასწარ არ აფრთხილებთ. „სკოლაში ჩვენ ვატყობინებთ ბავშვებს ცვლილების შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო რაღაცის დასასრულებლად“, აღნიშნავს კოენ-დორფმანი. „თუკი სახლიდან 8:30-ზე გადიხართ, გააფრთხილეთ თქვენი შვილი ამის შესახებ 8:15-ზე, რათა მას კიდევ ხუთი წუთი ჰქონდეს სათამაშოდ და წინასწარ გასათვალისწინებლად. დააყენეთ ტაიმერი, რათა მან აკონტროლოს დრო“.
არავინ იცნობს თქვენს შვილს თქვენზე უკეთ. მიჰყევით თქვენს ინსტინქტს, როდესაც საქმე ეხება მის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც არასწორია, დიდი შანსია, რომ თქვენ მართალი იყოთ.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო