არქეოლოგი და ანთროპოლოგი ანა მგელაძე თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელია. საფრანგეთში მიიღო განათლება და დმანისის ცნობილ აღმოჩენებს შეისწავლის – კერძოდ, უძველესი ჰომინინების ქვის იარაღებს. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა და ანა kids.ge-ის ბავშვებს მეცნიერების საფუძვლებს გვასწავლის. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის პირველ ნომერში სწორედ მასთან ჩაგვეწერა ინტერვიუ.
გამარჯობა, ანა! წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხოთ?
გამარჯობა, ლიზი! სიამოვნებით.
რამ გიბიძგათ, რომ გამხდარიყავით არქეოლოგი?
ალბათ იმან, რომ არქეოლოგება, საველე სამუშაოებთან არის დაკავშირებული, რაღაცეების ძიებასთან, მიწის თხრასთან... მგონია, რომ ყველა ბავშვს აქვს რაღაცის ძიების სურვილი, ბავშვობაში აქეოლოგობა უფრო ძვირფასი ნივთების ძიებასთან ასოცირდება. სულ პატარა რომ ვიყავი, მეც ასე, ზედაპირულად მინდოდა არქეოლოგობა, მაგრამ ნამდვილად არ მიფიქრია სერიოზულად არქეოლოგობაზე. ცოტა რომ წამოვიზარდე ხელში ჩამივარდა ცნობილი მწერლის, კურტ კერამის წიგნი „ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები“. წიგნის წაკითხვის შემდეგ, მივხვდი, რომ მეცნიერების ეს დარგი მართლა სერიოზულად მაინტერესებდა. მაშინ ალბათ მე-9 ან მე-10 კლასში ვიყავი და როდესაც მივიღე გადაწყვეტილება გამოვსულიყავი არქეოლოგი, უკან აღარ დამიხევია. გავახშირე მუზეუმებში სიარული, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვესწრებოდი არქეოლოგიური ცენტრის საზაფხულო და საშემოდგომო სესიებსა და ლექციებს, დავდიოდი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც, ასევე, ვესწრებოდი კონფერენციებს და სკოლის დამთავრებამდე უკვე დავრწმუნდი, რომ არქეოლოგია იყო მეცნიერების ის დარგი, სადაც მსურდა მომესინჯა თავი.
არქეოლოგობა რომ არ აგერჩიათ, რა პროფესიას აირჩევდით?
არქეოლოგობა რომ არ ამერჩია, ალბათ ავირჩევდი რომელიმე მომიჯნავე მეცნიერებას. ძალიან მიყვარს ხელოვნება, ბუნება – ზოოლოგია, გეოლოგია, ბოტანიკაც კი... ამიტომაც, რომელიმე ამ დარგში ალბათ დღესაც სიამოვნებით მოვსინჯავდი თავს. თუმცა, დღეს მეცნიერება ინტერდისციპლინარულია და მე, როგორც არექოლოგს მრავალი, მომიჯნავე დარგის სპეციალისტთან ერთად მიწევს მუშაობა, ამიტომ, მეტ-ნაკლებად მეც მაქვს მომიჯნავე პროფესიების ცოდნა.
რას ნიშნავს მეცნიერებაში ინტერდისციპლინურობა? აგვიხსენით რომ მე და ჩემმა მეგობრებმა უკეთ გავიგოთ.
ინტერდისციპლინარულობა ნიშნავს სამეცნიერო საქმიანობას, რომელშიც ჩართულია მეცნიერების მრავალი დარგის სპეციალისტი ერთი დიდი საკითხის შესასწავლად. დღეს ინტერდისციპლინარული მიდგომით თუ არ მუშაობ არაფერი გამოგივა. ამიტომაც, მეც ძალიან ხშირად მიწევს რამდენიმე სხვადასხვა დარგის მეცნიერთან ერთად მუშაობა. მაგალითად ბოლო წლებში დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ცუცხვათში, ნეანდერტალელი ადამიანის შუა პალეოლითურ ძეგლს ვთხრით. გუნდში რამდენიმე ათეული სპეციალობის ადამიანია გაერთიანებული, რომ იმ პერიოდის ადამიანის ქცევა, ბუნებასთან ადაპტაცია, კლიმატის ცვლილება და თავად იმ მღვიმის წარმოშობა და შემდეგ ადამიანების მიერ მისი იქ დამკვიდრების სრული სურათი აღადგინოს.
კერამის წიგნზე უკვე ისაუბრეთ, კიდევ თუ არსებობს რომელიმე წიგნი, რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება?
ასეთი წიგნი მე ძალიან ბევრი მაქვს, არამხოლოდ არქეოლოგიური და სამეცნიერო, არამედ მხატვრული ლიტერატურაც. ძალიან ბევრი წიგნი წამიკითხავს, ისეთი, რომლის დახურვის მერე მივმხვდარვარ, რომ მე ის ანა აღარ ვიყავი, რაც იმ წიგნის წაკითხავმდე და ეს, ძალიან საოცარი, კარგი გრძნობაა... გამიჭირდება გამოვყო რომელიმე...
თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის წიგნის კითხვა?
წიგნის კითხვა ერთგვარი ცხოვრების წესია, ან გიყვარს, ან – არა. მე ვფიქრობ, რომ წიგნის კითხვა ბუნებრივი მოთხოვნილება უნდა იყოს, რომლის ჩამოყალიბებაზეც დიდი როლი აკისრია გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება.
რამდენად ხშირად მიირთმევთ წვნიანს?
მე არქოლოგი და ანთროპოლოგი ვარ. უკანასკნელი 23 წელია წელიწადში სამ, ოთხ და ზოგჯერ ხუთ თვესაც კი ვატარებ ველზე. ველზე ცხოვრება დიდ გუნდთან ერთად კოლექტივში ცხოვრებას ნიშნავს, ამიტომ იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დისციპლინას, რომელიც კვების საათობრივ რეჟიმსაც გულისხმობს. ამიტომ, დისციპლინა ჩემი ცხოვრების წესი გახდა სტუდენტობიდანვე. ამასთანავე, გაცნობიერებული მაქვს, რომ სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, სწორი კვება და რეჟიმი ჩემი გააზრებული არჩევანია, მივეჩვიე კიდეც ჯანსაღ საკვებს და გემოვნებაც შესაბამისად ჩამომიყალიბდა. ტკბილეული და ნამცხვრები ისედაც არ მიყვარს, არც მწარე და მლაშე საჭმელი მომწონს, არც ცომეული. თუმცა, ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნეოვანია მრავალფეროვანი საკვების მიღება, წვნიანშიც, მთავარი ის კი არ არის წვენი რომ დალიო, მთავარია, რომ კარგად და სწორად მოამზადო ის. თუკი ბოსტნეულს ორი საათი ხარშავ და ყველა მინერალს თუ ვიტამინს გამოაცლი, მაშინ ამ წვნიანის სარგებლიანობა ძალიან იკლებს. ასე რომ, მე ასე ვუყურებ საკითხს – მთავარია, რომ ყველაფერი ვჭამოთ ზომიერად და მრავალფეროვნად.
ზოგადად, რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი?
ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან პირობითია და პიროვნული. ჩემთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი არის დილით ცხოვრების ადრე დაწყება. თანაც, როგორც არქეოლოგისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ციკლის დაცვა. ამას განსაკუთრებით გრძნობ როდესაც ასაკში შედიხარ. გვიან დაძინება, არასწორი კვება – ყველაფერი ჯანმრთელობას აზიანებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საათობრივი კვება, ფიზიკური აქტივობა, ადრე გაღვიძება და ადრე დაძინება.
ზოგადად, რა რჩევას მისცემდით ჩემს თანატოლებს?
ძალიან გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან მე რომ შენხელა ვიყავი იმდენად განსხვავებული ცხოვრების სტილი იყო და იმდენად განსხვავდებოდა ჩვენი ინტერესები თანამედროვე თინეიჯერების ინტერესებისგან, რომ ძალიან ვიბნევი. მესმის, რომ მნიშვნელოვანია ამ განსხვავებების გათვალისწინება, თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება საკუთარი შვილებისთვისაც ძალიან მიჭირს რჩევის მიცემა. ვხვდები, რომ მათთან ურთიერთობაში შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ, მაგალითად, იმ წიგნებს ვაჩეჩებ ხელში, რომლებიც მე მიყვარდა და ვკითხულობდი როცა მათი ასაკის ვიყავი... სწავლასთან დაკავშირებითაც, ზოგჯერ თავს გამოვიჭერ იმაში, რომ რაც მაგალითდ, მე არ გამომივიდა, ან არასოწრად გავაკეთე, ან ყველაზე მეტად მინდოდა, ახლა ამათ ვახვევ თავს... მინდა ამათ გამოუვიდეთ კარგად და ამათაც უნდოდეთ ის, რაც მე მინდოდა...
ამიტომაც, ჩემი რჩევა ალბათ ის იქნებოდა, რომ შენ უნდა იყო ის ვინც ხარ და უნდა შეგეძლოს გააცნობიერო და კარგად გაიაზრო ის, თუ რა შანსი მოგცა ცხოვრებამ, რადგან ყველაფერი პირობითია. უნდა დაიტერესდე შენი ახლობლებით, შენი გარემოცვით, შენი თანატოლებით, აუცილებალდ უნდა დაინტერესდე თუ რა ხდება სამყაროში, იმ მომენტში, როდესაც შენ ცხოვრობ. მოხლოდ ასე შეძლებ ობიექტურად შეაფასო თუ რა შანსი მოგცა ცხოვრებამ, შენს იმ თანატოლებთან შდარებით, რომელთაგან ბევრს სცივა, შია, სწყურია, ხელი არ მიუწვდება განათლებაზე... უნდა დააფასო ის რაც გაქვს და ასევე, სცადო რომ გამოასწორო ის რაც შენს ხელთაა, რაშიც ვთქვათ, ფიქრობ, რომ არ გაგიმართლა...
kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის მოსწავლე სასწავლო პროგრამაზე: „მეცნიერების პრინციპები და შემოქმედებითი წერა“.
ანა კარტოზია
რუსეთში წარმოშობილი სხვა შეხედულების მქონე ხალხი, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის – ივანე მაჩაბლის გაუჩინარებას აბრალებენ
მარიამ კარტოზია
ზონა, რომელიც უზარმაზარ ისტორიას ინახავს და გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანმა ატომმა ერთი შეცდომის შედეგად ადამიანების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს.
ხარ 10-დან 16 წლამდე მოზარდი?! გიყვარს კითხვა, მსჯელობა, ახლის გაგება და გიყვარს წერა? შემოგვიერთდი თუ შენც გსურს წერო ჩვენს ავტორებთან ერთად!
გაიგე მეტი...მიაჩვიეთ ბავშვები ფიზიკურ აქტივობას
უახლესი კვლევების თანახმად, მცირეწლოვან ბავშვებში გონებრივი განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ ფიზიკურ აქტივობასთან. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოათავსეთ ბავშვი მუცელზე, მიეცით თქვენს პატარას უფლება ფეხით და არა ეტლით გადაადგილდეს, უფრო მეტად ავარჯიშეთ.
ასწავლეთ მათ იყვნენ კარგი მსმენელები
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძნელია ჩვილების ცნობისმოყვარე გონების შეკავება. თუმცა, სკოლამდელ ასაკში, თქვენს პატარას მოუწევს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა სიმღერა, ხატვა, მასწავლებლის მოსმენა და ა.შ. ეს ყველაფერი მოითხოვს ჯდომას და ყურადღების მოკრებას. იყო კარგი მსმენელი, ეს ნიშნავს, აქტიურად მიიღო მონაწილეობა სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა საქმიანობაში
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო