საქართველოში დუხობორების ისტორია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს.
დუხობორები რუსი ხალხია, რომელიც მისტიკურ-რელიგიური მიმდინარეობის წევრები არიან. ისინი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მე-18 საუკუნის 50-80-იან წლებში გამოეყვნენ. მათ სათავეში გლეხი სილუან კოლესნიკოვი და ვაჭარი ილარიონ პობიროხინი ედგნენ. დუხობორები უარყოფენ საღვთო წიგნს, სწამთ რეინკარაციის და ადამიანის სულს ღვთის ნაწილად მიიჩნევენ. ისინი ბიბლიას ზეპირად გადასცემენ თაობებს. პავლე მოციქულის სიტყვები „ასო კლავს, სიტყვა კი აცოცხლებს“ დუხობორებმა ასე გადააკეთეს: „ნაწერი მკვდარია, სიტყვა კი ცოცხალი“.
რატომ დაერქვათ სახელად დუხობორნი? 1775 წლამდე მათ სახელი არ ჰქონდათ. ძირითადად მათ „ხატთან მებრძოლებს“ (ან „სულიერ ქრისტიანებს“) ეძახდნენ, სანამ 1775 წელს ნეგატიურად გამოყენებული Духоборы („Духоборцы“) პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის არ გაისმა. თუმცა, დუხობორებს სახელწოდება მოეწონათ და თარგმნეს, როგორც „სულით მებრძოლნი“. მას შემდეგ ისინი დღემდე დუხობორებად იწოდებიან.
არსებობს რამდენიმე ვერსია, იმის შესახებ თუ რატომ განდევნეს დუხობორები რუსეთიდან. პირველი წყარო ამბობს, რომ რუსეთში დიდი დაპირისპირება მოხდა იმის თაობაზე, თუ ბიბლიის რომელი ვერსია უნდა დაესტამბათ: ძველი თუ ნიკონის კომისიისგან შესწორებული. დუხობორები ფიქრობდნენ, რომ ბიბლიაში მთავარი არის შინაარსი და არა ტექსტი. ამ მოსაზრებას მართლმადიდებლური ეკლესიის დუხობორებთან დაპირისპირება მოჰყვა, რაც საბოლოო ჯამში მათი ემიგრაციით დასრულდა.
მეორე წყარო გვეუბნება, რომ იმ პერიოდში რუსეთს ომი ჰქონდა გაჩაღებული ოსმალეთთან (დღევანდელ თურქეთთან) და მოსახლეობის ომში გაგზავნა სურდა. ამ მოსახლეობაში დუხობორებიც შედიოდნენ. მათ უარი განაცხადეს ომში წასვლაზე და პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვეს. რასაც მოჰყვა რუსეთის მეფის ხელისუფლების მხრიდან 1839 წელს გამოცემული ბრძანება, რომლის თანახმად, დუხობორები კავკასიაში გადაასახლეს.
ემიგრაცია 1839-1845 წლებში მიმდინარეობდა. დუხობორების დიდი ნაწილი ჯავახეთში დასახლდა, ნაწილი დმანისში, ქედაბეკსა და ყარსში. ბევრი მათგანი ჯავახეთის კლიმატს ვერ შეეგუა და რუსეთში დაბრუნდა, ნაწილმა კი კანადაში წასვლით გადაირჩინა თავი.
მიუხედავად იმისა, რომ დუხობორები რუსეთში ჩაგვრას განიცდიდნენ, მათ მიმართ სიმპათია მაინც არსებობდა, მაგალითად ლევ ტოლსტოი ხვდებოდა, რომ დუხობორების კულტურა და მოღვაწეობა განსხვავებული იყო მართლმადიდებლურისგან და ფიქრობდა, რომ მათ მეტი ყურადღებით და სიფრთხილით სჭირდებოდათ მოპყრობა. მან საქართველოში დევნილი და ჩამოსახლებული დუხობორებისთვის თანხა გადმორიცხა.
ასევე, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, რომელიც ივანე მაჩაბელის მისტიკურ გაუჩინარებას უკავშირდება, შესაძლებელია, დუხობორები იყვნენ კავშირში. ირკვევა რომ ქართველ მწერალს პრობლემები ჰქონდა სამსახურსა და პირად ცხოვრებაში და შესაძლოა ის დუხობორების რომელიმე ნაკადს გაჰყვა კანადაში პრობლემებისგან თავის დასაღწევად. თუმცა, კანადაში გადასახლებულ დუხობორებს ივანე მაჩაბლის შესახებ არავითარი ინფორმაცია მოეპოვებათ. რაც მწერლის გაუჩინარებას, კიდევ უფრო მისტიკურს ხდის.
დუხობორების მოძღვრება შესამჩნევად განსხვავდება მართლმადიდებლურისგან. მათ არ სჯერათ, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი უნდა არსებობდეს, არ ატარებენ რიტუალებს და არ მარხულობენ. მათი მსჯელობით ღმერთის სამი ბუნება სხვადასხვა სახით ვლინდება: ბუნებაში – სინათლით, მოძრაობითა და სიმშვიდით; ადამიანში – მეხსიერებით, ნებითა და გონებით, ხოლო სამოთხე და ჯოჯოხეთი სიკეთისა და ბოროტების სიმბოლოებია.
დუხობორები ყოველ კვირა დილას (და სხვა დღესასწაულებზე) იკრიბებიან და ასრულებენ საკრალურ სიმღერებს, დადიან „მოგილოჩკაზე“, სადაც მათი წინაპრები განისვენებენ. მათი სიმღერები და ლექსები სევდასა და ნაღველს მოჰგვრის ადამიანს. მათ შემოქმედებაში ჩაგვრისა და შეუწყნარებლობის კვალი შესამჩნევია.
ჯავახეთში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა რვა სოფელი დააარსეს: ბოგდანოვკა (ნინოწმინდა, რომელსაც იერუსალიმსაც ეძახიან), ტამბოვკა, გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, ტროიცოვკა (კალინოვკა) და როდიონოვკა. ისინი ჩვეულებრივ მისდევნდნენ სოფლის მეურნეობასა თუ მესაქონლეობას...
21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში დაახლოებით1500 დუხობორი ცხოვრობდა. 2021 წელს კი მათი რიცხვი 200-სსაც აღარ აღემატება.
მრავალი სირთულის მიუხედავად, დუხობორებმა შეძლეს საკუთარი კულტურის შენარჩუნება. ისინი რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათი გაქრობის საფრთხე კი დღითი დღე იზრდება.
kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის მოსწავლე სასწავლო პროგრამაზე: „მეცნიერების პრინციპები და შემოქმედებითი წერა“.
მარიამ კარტოზია
ზონა, რომელიც უზარმაზარ ისტორიას ინახავს და გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანმა ატომმა ერთი შეცდომის შედეგად ადამიანების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს.
სესილი ქართლელიშვილი
მშვილდოსნობა – საბრძოლო ხელოვნება, თუ თანამედროვე სპორტის სახეობა?
მარიამ ლაგვილავა
როგორ დაუგრძელდა კისერი ჟირაფს? – გაეცანით როგორ ხსნიან ამას მეცნიერები
ხარ 10-დან 16 წლამდე მოზარდი?! გიყვარს კითხვა, მსჯელობა, ახლის გაგება და გიყვარს წერა? შემოგვიერთდი თუ შენც გსურს წერო ჩვენს ავტორებთან ერთად!
გაიგე მეტი...დააფასეთ თქვენი ოჯახის წევრები
აჩვენეთ თქვენს ოჯახის წევრებს, რომ აფასებთ მათ და მათ წვლილს ოჯახში.
წაახალისეთ ბავშვი, რომ ითამაშოს სხვადასხვა კულტურის ბავშვებთან
ეს დაეხმარება ბავშვს, გაიგოს და დააფასოს სხვადასხვა კულტურა.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო