1986 წლის 26 აპრილს, პირველ საათზე, 23 წუთსა და 58 წამზე უკრაინაში, ბელარუსის საზღვართან ახლოს, მდებარე ჩერნობილის ატომური სადგურის მე-4 ენერგობლოკში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
აფეთქებით დაზიანებული რეაქტორიდან გამოჟონა მაღალმა რადიაციამ, რომელმაც ბელარუსის ტერიტორიის 23%, უკრაინის – 4,8%, ხოლო რუსეთის – 0,5% დააბინძურა. 264 ჰექტარი მიწა უვარგისი, ხოლო ბელარუსში მდინარეების – პრიპიატი, დნეპრი, სოჟი – კალაპოტები რადიოაქტიური დაბინძურების ზონად იქცა. ეს აფეთქება მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად ითვლება.
რადიაციამ უამრავი ადამიანის ცხოვრება იმსხვერპლა, ხოლო მათ ვინც გადარჩა სერიოზულად შეერყათ ჯანმრთელობა, რამაც საბოლოოდ მტანჯველ სიკვდილამდე მიიყვანა ისინი. რადიაციულ ზონაში ლეიკემიითა და კიბოთი დაავადების რისკი გაიზარდა, სიკვდილიანობა კი 20%-ით მეტი იყო შობადობაზე. უამრავი ადამიანი იქცა დევნილად.
იმ პერიოდში უკრაინა საბჭოთა კავშირის შემადგენელობაში შედიოდა. საბჭოთა კავშირში კი ყველაფერი მხოლოდ „იდეალურად“ უნდა ყოფილიყო. ამიტომ, რუსეთმა კატასტროფის შესახებ ინფორმაცია დამალა. ჩერნობილში „გაჩენილი ხანძრის“ ჩასაქრობად ათასობით ლიკვიდატორი მიავლინეს. მათი უმეტესობა ძალიან მოკლე პერიოდში გარდაიცვალა, ბევრს კი სასიკვდილო დაავადებები გაუჩნდა.
ჩერნობილის აფეთქებამ დიდ რადიუსზე გაანადგურა ყველა ცოცხალი არსება და ცოცხლად გადარჩენილებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. სასწრაფოდ უნდა დაწყებულიყო ხალხის ევაკუაცია. 485 სოფლიდან მაცხოვრებლები გამოიყვანეს, მანქანებში ჩასვეს და სამუდამოდ მოაშორეს თავიანთ სახლებს. არავის მოსვლია აზრად, რომ შეიძლება უკან აღარასოდეს დაბრუნებულიყო, ამიტომ, დევნილებს ბევრი არაფერი წაუღიათ.
სიკვდილის ზონა ადამიანებისგან სამუდამოდ დაიცალა. დაცარიელებულ სახლებში ძრომიალი ქურდებმა დაიწყეს – იპარავდენ ყველაფერს, რის წაღებასაც ახერხებდნენ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ყველა ნივთი დასხივების წყარო იყო და მათ სიკვდილს მოუტანდა.
ადამიანები ჩერნობილის აფეთქებას ომს ადარებდნენ: ჯარისკაცები, ევაკუაცია, საყვარელი ადამიანების დაკარგვა... ჩერნობილსა და მის ირგვლივ სიკვდილი გამეფდა, გარემო უსულო სივრცედ იქცა. ხალხის ჭაჭანება არსად იყო, ფუტკრები გაქრნენ, ჭიები მიწაში ღრმად ჩაძვრნენ... მხოლოდ ჯარისკაცები გადაადგილდებოდნენ ზონაში, იარაღებითა და დოზიმეტრებით (რადიაციის საზომი ხელსაწყო) აღჭურვილნი და ხოცავდნენ ყველა ცხოველს, რომელთან მიახლოებისასაც საზომი ციმციმს იწყებდა.
ბირთვული ღრუბელი – აირისმაგვარი ნივთიერება – ევროპის ცაზეც დაფიქსირდა, ატყდა განგაში და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისგან წამოსულმა წნეხმა რუსეთი იძულებული გახადა, ჩერნობილის კატასტროფა ეღიარებინა.
ჩერნობილის დაზიანებული ატომური სადგურიდან სიკვდილი ჟონავდა – რადიაციის გამოსხივების შესაჩერებლად საჭირო გახდა რეაქტორის ბეტონისა და ტყვიის სარკოფაგში მოქცევა. თვეების განმავლობაში აშენებდნენ საბჭოთა ინჟინრები სარკოფაგს. ბევრი მათგანი რადიაციული დასხივების შედეგად გარდაიცვალა.
რადიაციამ გაანადგურა ყველა სულიერი ჩერნობილის ირგვლივ, მისი კვალი ტყესაც დაეტყო: ხეები მოკვდნენ, ფოთლები გასცვივდათ, გაწითლდნენ და გაიზარდნენ. ფერის გამო ამ ტყეს „წითელი ტყე“ უწოდეს. წითელ ტყეში ცხოველებმა მუტაცია განიცადეს, შინაური ცხოველები გაველურდნენ... მცენარეებს შანსი მიეცათ, გაბატონებულიყვნენ. იქაური გარემო უსახურ ზღაპრულ პეიზაჟს დაემსგავსა.
დღეს ჩერნობილი და პრიპიატი ტურისტული ზონებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე დასხივების დოზა მრავალჯერ აღემატება დასაშვებს, ტურისტების ნაკადი არ წყდება მიტოვებულ ქალაქებში და ინტერნეტში სულ უფრო მეტი ფოტოა ხელმისაწვდომი რადიაციული ზონიდან.
ატომური საფრთხე აქტუალურობას დღესაც არ კარგავს. რუსეთმა, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს წლებია ბირთვული იარაღის ფლობითა და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენებით აშინებს, შეიძლება ის უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაიანის წინააღმდეგ ე.წ. „საომარი მოქმედები“ დაიწყო და „სპეციალური ოპერაციის“ სახელით მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. ომი, მთელი თავისი სისასტიკით დღემდე გრძელდება და დღემდე არსებობს რუსეთის მხრიდან ე.წ. „წითელ ღილაკზე“ ხელის დაჭერის საფრთხე.
მართალია, ჩერნობილის შესახებ ბევრი წიგნია დაწერილი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მათგანია სვეტლანა ალექსიევიჩის „ჩერნობილის ლოცვა“, სადაც მწერალი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიებს ზეპირი ისტორიის სახით იწერდა. ამ წიგნში არსებული პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. სვეტლანამ მათ ისტორიებზე დაყრდნობით შექმნა ტექსტები, რომლებიც ადამიანებს ღრმად დააფიქრებს.
„ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“ – ამბობს ავტორი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.
kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის მოსწავლე სასწავლო პროგრამაზე: „მეცნიერების პრინციპები და შემოქმედებითი წერა“.
ანა კარტოზია
რუსეთში წარმოშობილი სხვა შეხედულების მქონე ხალხი, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის – ივანე მაჩაბლის გაუჩინარებას აბრალებენ
მარიამ ლაგვილავა
როგორ დაუგრძელდა კისერი ჟირაფს? – გაეცანით როგორ ხსნიან ამას მეცნიერები
სესილი ქართლელიშვილი
მშვილდოსნობა – საბრძოლო ხელოვნება, თუ თანამედროვე სპორტის სახეობა?
ხარ 10-დან 16 წლამდე მოზარდი?! გიყვარს კითხვა, მსჯელობა, ახლის გაგება და გიყვარს წერა? შემოგვიერთდი თუ შენც გსურს წერო ჩვენს ავტორებთან ერთად!
გაიგე მეტი...გახდი ისეთი მაგალითი, როგორსაც შენი ბავშვი იმსახურებს
ბავშვები ქცევებს მშობლებისგან ითვისებენ. სათანადო და თავაზიანი ქცევა ლაპარაკზე უფრო მეტად ახდენს დადებით გავლენას.
ისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო კარგი ადამიანი
დაიწყეთ ეს აღზრდის პირველივე ეტაპზე: მაგალითად, როდესაც ძილის წინ უკითხავთ რაიმეს, ჰკითხეთ თქვენს პატარას, არიან თუ არა პერსონაჟები ბოროტები ან კეთილები და რატომ ჰგონია მას ასე.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო