მთიულები, რომლებსაც ხშირად სკვინჩებად მოიხსენიებენ ხოლმე ერთი პატარა და ლამაზი ფრინველის სახეობებია. ისინი შეიძლება სხვა ფრინველებისგან დიდად ვერ გამოვარჩიოთ, თუმცა ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
საქმე იმაშია, რომ ჩარლზ დარვინმა გემ „ბიგლით“ მოგზაურობისას, გალაპაგოსის კუნძულები მოინახულა. იგი მოგზაურობდა, რათა დაეთვალიერებინა, შეესწავალა და აღეწერა დედამიწის ბინადრები.
წყნარ ოკეანეში მდებარე გალაპაგოსის კუნძულები ესპანელმა მეზღვაურებმა 1535 წელს აღმოაჩინეს. „გალაპაგოსი“ კატალონიურ ენაზე ცხენის უნაგირს ნიშნავს. კუნძულები დიდი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. იქ ბინადრობენ გიგანტური, ბაკნიანი კუები, იგუანები, სხვა დიდი თუ პატარა არსებები, მათ შორის მთიულები, რომლებიც სტატიის დასაწყისში ვახსენე.
რა გასაკვირია, რომ გალაპაგოსის კუნძულებით მოხიბლულმა ჩარლზ დარვინმა ცხოველებისა და მცენარეების უამრავი ნიმუში შეაგროვა? ამ ნიმუშებს შორის იყო „დარვინის სკვინჩებად“ წოდებული ფრინველების კოლექციაც. მოგვიანებით, მათი შესწავლისას, დარვინი მიხვდა, რომ ფრინველებს ერთი საერთო წინაპარი უნდა ჰყოლოდათ, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა კუნძულებზე ცხოვრებით და იქ არსებულ გარემოსთან და საკვებთან შეგუებით შეიცვალნენ, რამაც ახალი სახეობების გაჩენა გამოიწვია. დარვინმა 12 თუ 13 სკვინჩის სახეობა გამოყო, რომლებიც ერთმანეთისაგან შეფერილობითა და ნისკარტის სიდიდით განსხვავდებოდნენ. „სკვინჩების მაგალითი საფუძვლად დაედო ჩარლს დარვინის ცნობილ ევოლუციის თეორიასა და ბუნებრივი გადარჩევის პრინციპს.“ – მეუბნება ჩემი მასწავლებელი, არქეოლოგი ანა მგელაძე.
kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის მოსწავლე სასწავლო პროგრამაზე: „მეცნიერების პრინციპები და შემოქმედებითი წერა“.
სესილი ქართლელიშვილი
მშვილდოსნობა – საბრძოლო ხელოვნება, თუ თანამედროვე სპორტის სახეობა?
ანა კარტოზია
რუსეთში წარმოშობილი სხვა შეხედულების მქონე ხალხი, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის – ივანე მაჩაბლის გაუჩინარებას აბრალებენ
მარიამ ლაგვილავა
როგორ დაუგრძელდა კისერი ჟირაფს? – გაეცანით როგორ ხსნიან ამას მეცნიერები
ხარ 10-დან 16 წლამდე მოზარდი?! გიყვარს კითხვა, მსჯელობა, ახლის გაგება და გიყვარს წერა? შემოგვიერთდი თუ შენც გსურს წერო ჩვენს ავტორებთან ერთად!
გაიგე მეტი...დაეხმარეთ ბავშვს, იპოვოს თავისი ინტერესები
დააკვირდით, რა აინტერესებს ბავშვს და წაახალისეთ, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს ეს თემები.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ კვების ჯანსაღი ჩვევები
მიეცით ბავშვს საშუალება, თავად აირჩიოს ჯანსაღი საკვები და ისწავლოს კვების დაბალანსება.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო