მშვილდოსნობა სპორტის ერთ-ერთი სახეობაა. ძველად, საუკუნეების წინ მშვილდს და ისარს იყენებდნენ სანადიროდ ან საომრად.
უძველესი მშვილდი ნაპოვნია სამხრეთ აფრიკაში, სიბუდუს გამოქვაბულში და თარიღდება 60-72 000 წლით. მშვილდოსნობა ასევე, გავრცელებული იყო სხვა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში...
მშვილდოსნობა პოპულარული იყო შუა საუკუნეებშიც, როგორც საბრძოლო ხელოვნება.
მშვილდოსნობა, როგორც სპორტის სახეობა მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს, თუმცა პოპულარული მხოლოდ მე-18 საუკუნეში გახდა. ისიც, მხოლოდ არისტოკრატიაში, ხოლო ნაპოლეონის ომების შემდეგ, მშვილდოსნობამ პოპულარობა მოიპოვა საზოგადოების ყველა ფენაში.
1840-იან წლებში იორკში, ინგლისში Grand National Archery Society-ის (დიდი ეროვნული მშვილდოსნობის საზოგადოება) პირველი შეხვედრა შედგა სადაც მშვილდოსნობა ოფიციალურად აღიარეს როგორც სპორტის სახეობა, რასაც მოჰყვა შეჯიბრი 1844 წელს. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შეჯიბრი ჩატარდა.
მე-19 საუკუნის მიწურულს ამ სპორტის სახეობისადმი ინტერესმა იკლო და 1889 წლისთვის ბრიტანეთში მხოლოდ 50 მშვილდოსნობის კლუბი იყო შემორჩენილი. ამის მიუხედავად, მშვილდოსნობა მაინც შედიოდა 1900 წლის საფრანგეთის ოლიმპიადაში, როგორც ოლიმპიური სპორტის სახეობა. საფრანგეთის ოლიმპიადის შემდეგ, მშვიდლოსნობა კვლავ შევიდა ოლიმპიური თამაშების ნუსხაში 1972 წლიდან.
1920-იანი წლებიდან პროფესიონალი ინჟინრები დაინტერესდნენ მშვილდოსნობით და ჩამოაყალიბეს მშვილდების ახალი სახეობები, რომელშიც შდიოდა თანამედროვე, სპორტული მშვილდი და ასევე ე.წ. „კომპაუნდის“ მშვილდი, რომლებიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ხოლო მანამდე არსებულ, მშვილდის ტრადიციულ სახეობებს თითქმის აღარავინ იყენებს.
საქართველოში მშვილდოსნობა ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული. ამის დასტურია არქეოლოგიური კვლევა-ძიებისას აღმოჩენილი მასალები, ქართული ზეპირსიტყვიერება, არაერთი ლეგენდა, ლიტერატურული ნაწარმოები თუ სხვა წერილობითი წყარო. საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ადრეული ბრინჯაოს ეპოქაში ხმარობდნენ სხვადასხვა ზომისა და კონსტრუქციის მშვილდებს.
თრიალეთში 1935 წელს ნაპოვნ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებულ ბრინჯაოს სარტყლებზე გამოსახულია მშვილდ-ისრით ნადირობის სცენები, მშვილდები და მშვილდოსნები.
საქართველოში მშვილდოსნობა პოპულარული გახდა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც საქართველო საბჭოთ კავშირის შემადგენლობაში იყო. თბილისში ჩამოყალიბდა სხვადასხვა კლუბები და თბილისელთაგან პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საქართველოს ფისკულტურის ინსტიტუტის სტუდენტმა ლუბა ასატუროვამ, რომელმაც 1971 წელს ხალხთა სპარტაკიადზე პირველი ადგილი დაიკავა და იამვე წელს მოიპოვა სსკრ თასი. 1970-1980-იან წლებში საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ქეთევან ლოსაბერიძემ. 1970-იან წლებში იყო პოპულარული თბილისის მშვილდოსანთა საერთაშორისო ტურნირი „გაზაფხულის ისრები’’.
დღეს მშვილდოსნობა ძველ პოპულარობას იბრუნებს. ბევრ ჩემს თანატოლს მშვილდოსნობის სურვილი ამა თუ იმ ფილმისა თუ სერიალის ყურების შემდეგ უჩნდება. საქართველოში დღესაც ტარდება შეჯიბრები და ქართველი მშვილდოსნები განაგრძობენ ვარჯიშს, რათა კვლავ მიაღწიონ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.
kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრის მოსწავლე სასწავლო პროგრამაზე: „მეცნიერების პრინციპები და შემოქმედებითი წერა“.
მარიამ კარტოზია
ზონა, რომელიც უზარმაზარ ისტორიას ინახავს და გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანმა ატომმა ერთი შეცდომის შედეგად ადამიანების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს.
ანა კარტოზია
რუსეთში წარმოშობილი სხვა შეხედულების მქონე ხალხი, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის – ივანე მაჩაბლის გაუჩინარებას აბრალებენ
ხარ 10-დან 16 წლამდე მოზარდი?! გიყვარს კითხვა, მსჯელობა, ახლის გაგება და გიყვარს წერა? შემოგვიერთდი თუ შენც გსურს წერო ჩვენს ავტორებთან ერთად!
გაიგე მეტი...გამოიყენეთ თამაშები, ვიქტორინები და სხვა სახალისო აქტივობები, რათა ბავშვისთვის სწავლა სასიამოვნო გახდეს.
სასიამოვნო სიტყვების ტრადიციები
დაწერეთ სასიამოვნო სიტყვები ერთმანეთისთვის და დამალეთ ისინი სახლის სხვადასხვა ადგილას.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო