kids.ge logo

დედიკოს დამხმარე

ფავორიტებში დამატება

მიყ−ვარს რომ ვეხ−მა−რე−ბი
დე−დას და−ლა−გე−ბა−ში
მად−ლო−ბას კი არ მიხ−დის
ა−სეთ დახ−მა−რე−ბა−ში.

კო−მოდს რო−ცა ა−ლა−გებს
და ზე−მო−დან მოჰყ−ვე−ბა
მე ქვე−მო−დან გად−მოვყ−რი
რაც კი ხელ−ში მომხვ−დე−ბა.

მე−რე ჩარ−თავს მტვერ−სას−რუტს
და მეც ვალ−ში არ ვრჩე−ბი,
წინ რომ წა−ვა მა−შინ−ვე
უკ−ნი−დან ვე−ქა−ჩე−ბი.

ი−ა−ტაკს რომ ჯო−ხით წმენდს,
მეც ის ჯო−ხი მინ−დე−ბა,
ბავშ−ვუ−რი თა−მა−ში ხომ
რა ხა−ნი−ა მ−წყინ−დე−ბა.

რა−ტომ ბრა−ზობს დე−დი−კო
მართ−ლაც გამკ−ვირ−ვე−ბი−ა,
მა−მი−კოს რა ა−ცი−ნებს
ვე−ღარ გა−მირკ−ვე−ვი−ა.

მე ხომ ძა−ლი−ან მინ−და
დე−და არ და−ი−ღა−ლოს
და ჩე−მი დახ−მა−რე−ბით
ყო−ველთ−ვის გა−ი−ხა−როს.

მიყ−ვარს რომ ვეხ−მა−რე−ბი
დე−დას და−ლა−გე−ბა−ში
მად−ლო−ბასაც არ მიხ−დის
ა−სეთ დახ−მა−რე−ბა−ში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედას არ უნდა მადლობა?დედას არ უნდა მადლობა? დედას არ უნდა ქება? ჩვენს გრძნობებს სიტყვის გარეშე, ის ჩვენს თვალებში ხედავს. რაც ...ციცი ციცინათელაციცი ციცინათელა, თუ არ გიყვარს თამაში, რატომ გამოწყობილხარ ამ ბრჭყვიალა კაბაში? მთელი ღამე რომ გდიო ხელზე...შეკითხვებიუამრავი შეკითხვა რომ მიტრიალებს თავში, მთელი დღე რომ ვლაპარაკობ, ვერ მიძლებენ სახლში. დედას ახსნილს რომ ვ...ემიგრანტი სპილო"ტკბილი სახლიც იქ დამრჩა და მეგობრებიც, შვილო!" __სპლიყვს უყვება სამშობლოზე ნაღვლიანი სპილო. სპლიყვი ამბო...ანბანი - ხმოვნების კონცერტია ეს ვინ არის? - ასო ა აბა, გესმით მისი ხმა? ოპერაში მივიდა, დაუღია პირი და ახლა მღერის არიებს, უკვე დასშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026