kids.ge logo

ზაფხული

ფავორიტებში დამატება

რა კარ−გი−ა ზა−ფხუ−ლი
მზის სხივს ვასწ−რებ ად−გო−მას,
არ მბეზრ−დე−ბა მთე−ლი დღე
თა−მა−ში და გარ−თო−ბა.
ი−ცი მე რა სწრა−ფი ვარ?
ვერ მე−წე−ვა ვე−რა−ვინ,
ჩე−მი თუ ა−რა გჯე−რათ,
შე−მე−ჯიბ−რეთ ყვე−ლა−ნი.
რო−ცა ბე−ბოს ვაბ−რა−ზებ,
ხე−ზე სწრა−ფად ავ−დი−ვარ,
და ი−სე ვე−მა−ლე−ბი,
ვერ მპო−უ−ლობს ად−ვი−ლად,
თუმ−ცა ძალ−ზედ ცელ−ქი ვარ,
არ გე−გო−ნოთ ზარ−მა−ცი,
გა−გა−ხა−რებთ სულ, ყვე−ლას,
ცო−ტას თუ−კი და−მაც−დით,
ი−სე უნ−და ვის−წავ−ლო,
და ვიშ−რო−მო იმ−დე−ნი,
ჩე−მით რომ ი−ა−მა−ყოთ,
გქონ−დეთ ჩე−მი ი−მე−დი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფუტკარიპაწაწინა ფუტკარი ვარ, მიყვარს შრომა, გარჯა, ღიღინ-ღიღინ თაფლს ვამზადებ, არ მეტყობა დაღლა. მე ბეჯითი ფუტკა...მზესაც სცხელამოლივლივე მზის ტალღები აქეთ-იქით მარწევს, ისე ცხელა, მზეც კი ცდილობს სიგრილეში დაწვეს, ეფარება ღრუბელს ის...გაზაფხულიყოჩივარდამ გაიღვიძა, გაახილა თვალი, ლოკოკინას უთენია გაუვლია კვალი. გაზაფხული მოსულა და ვაი, ზამთრის ბრალ...ვეხმარები დედიკოსჩემს პატარა ძამიკოს მოვლა უნდა ძალიან, რაც ის გაჩნდა დედიკოს უკვე აღარ სცალია. მე ხომ დიდი გოგო ვარ, უნდა...მეზღვაურიმინდა გავხდე მეზღვაური, როცა დიდი ვიქნები, ცხრა ზღვის ტალღებს გადავცურავ, კი არ შევუშინდები. თოლიების თეთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026