kids.ge logo

ზარმაცი

ფავორიტებში დამატება

ცხა−რობს, ბრა−ზობს ზარ−მა−ცი,
ძილს ა−რა−ვინ არ აც−ლის.
ა−ქეთ დე−და ბუ−ზღუ−ნებს,
ი−ქით ქა−რი ზუ−ზუ−ნებს.
მამ−ლა−ყინ−წამ ყი−ვი−ლით
ა−რე−მა−რე ა−იკ−ლო,
მაგ−რამ ვინ გა−და−ფა−რავს
ბო−ჩო−ლე−ბის ბა−რი−ტონს.
ყვიტ-ყვიტებენ იხ−ვე−ბი,
ყი−ყი−ნე−ბენ ბა−ტე−ბი,
ბჭო−ბენ ინ−და−უ−რე−ბი
და კნა−ვი−ან კა−ტე−ბი.
გო−ჭი ჭყი−ვის, ძაღ−ლი ყეფს,
დი−ლა ყვე−ლას ა−ფხიზ−ლებს,
მხო−ლოდ ზარ−მაცს სძი−ნავს და
ბე−რავს გუ−დას სა−ძი−ლეს.
-იმ გუ−და−ში რა ყრი−ა?
-რა ყრი−ა და არც ა−რა,
დი−ლის სუფ−თა ჰა−ე−რი
ბრიყ−მა ძილ−ში გაც−ვა−ლა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბზიკებისახლს აგებენ ბზიკები, არ გეგონოთ ბრიყვები, მარჯვედ ზელენ თიხას, სახლი გაძლებს დიდხანს. აწებებენ ტალახს, ნ...ნამცხვრის ცხობანამცხვარს აცხობენ თახვები, ჯამ-ჭურჭელს ათახთახებენ, დიდ ქვაბში ლერწმის ქოლგით, ამოჰყავთ გოგლი-მოგლი. მერე...კუკრუჭანა თუ გოგრიმიჭელაარ იციან, რომელი აირჩიონ ბიჭებმა, ციცქნა კუკრუჭანა თუ გრძელი გოგრიმიჭელა. ერთი ყლაპ! და უცებ ჭამენ პაწაწი...ლოკოკინა კოკინალოკოკინა კოკინამ, სახე გადალოკილმა, რქები, წყვილი ანტენა, დილის შუქზე დატენა. უნდა სათადარიგოდ, ღამით გზა...ლილი და მზემზის ამოსვლას ელოდება მხიარული ჩვენი ეზო, მზის ამოსვლას ელის ლილიც, საგები რომ გაამზევოს. გამოფინა უკლებლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026