kids.ge logo

ნუნუ ჯანელიძე

ნუნუ ჯანელიძე

ფავორიტებში დამატება

ნუნუ ჯანელიძე (პოეტი, პროზაიკოსი) დაიბადა აფხაზეთში, ოჩამჩირის სოფელ არადუში.

დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოჯახთან ერთად  საცხოვრებლად  გადავიდა წყალტუბოში. მუშაობდა ადგილობრივ ტელეკომპანიაში " ედელვაისი". ჰქონდა საავტორო გადაცემა " ჩემი აფხაზეთი".

ლექსებს წერს ბავშვობიდან. მისი ლექსები და მოთხრობები დაბეჭდილია ჟურნალ-გაზეთებში: " ჩვენი მწერლობა", " ლიტერატურული პალიტრა", " იალქანი", " რიწა", " ცისკარი", " განთიადი", " ჩემი აფხაზეთი" და სხვა.

არის სამი პოეტური კრებულის ავტორი: " აჰა, აყვავდა ჩემს ხელებში ტოტი ნუშისა", " მკერდზე მიკრული ზეცით" და „დაწუნებული ლექსები“. აქვს გამოცემული საბავშვო ლექსების კრებულები: " ხატულა ლექსები" და „პანტა პუნტები“. მისი მოთხრობა „ღამე მთოვარით ნათელი“ შესულია კრებულში „უასზღვროდ“ და თარგმნილია გერმანულ ენაზე.

2006 წლიდან არის საყმაწვილო ჟურნალ " იალქნის" მხატვრული რედაქტორი. 

ნუნუ ჯანელიძის წიგნები

ხატულა ლექსები
პანტა პუნტები
„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ლექსები

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: შონია:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ ტექნოლოგია კომუნიკაციისთვის

გამოიყენეთ ტექნოლოგია, როგორიცაა ვიდეო ზარები და შეტყობინებები, რათა დარჩეთ კონტაქტში თქვენს ოჯახის წევრებთან, როდესაც ფიზიკურად ვერ ხვდებით მათ.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026