kids.ge logo

გაკვირვებული ჟირაფი

ფავორიტებში დამატება

დე−და ჟი−რაფ ჟი−ნას
შე−ე−ძი−ნა შვი−ლი,
და−ი−ბა−და ბი−ჭი,
მას და−არქ−ვა ჟი−ჟი,
და−ი−ბა−და გო−გო,
მას და−არქ−ვა ჟო−ჟო.
ჰო−და, დე−და ჟი−ნა
თავს ი−წო−ნებს ქე−ბით:
_ჩე−მი ო−რი შვი−ლი
და−ი−ბა−და რქე−ბით.
ო−რივენი, ი−ცით,
გო−გოცა და ბი−ჭიც,
ჟო−ჟოცა და ჟი−ჟიც
და−ი−ბად−ნენ რქე−ბით!
მხრებს ი−ჩე−ჩავს ვი−რი:
_რა−ა გასაკვი−რი,
მე რაც თა−ვი მახ−სოვს,
მი−მოწ−მე−ბენ სხვე−ბიც,
რომ ჟი−რაფი ყვე−ლა
ი−ბა−დე−ბა რქე−ბით.*

*ჟი−რაფი ერთ−დერ−თი ცხო−ვე−ლი−ა, რო−მე−ლიც რქე−ბით ი−ბა−დე−ბა

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სუფრა დადგა თავდაყირაქორწილი აქვს ლოკოკინას თავის ზღაპრულ სასახლეში, საპატარძლოს მაყრიონი ზურგით დაჰყავს ხვნეშა-ხვნეშით. პატარ...დაბნეული ამიკოდედას უნდა მოხვევა, მამას უნდა მოხვევა, ბებოს უნდა მოხვევა, ბაბუს უნდა მოხვევა. _აი,-ფიქრობს ამიკო,- მართ...პანტა-პუნტებიპანტა-პუნტა-პანტებით ტყეში ცვივა პანტები, სად არიან ციყვები? სად არიან პანდები? ეცინებათ ციყვუნებს, ეცინე...მუხლუხოუკისრო და უმუხლო, ხეზე ცხოვრობს მუხლუხო. არ სჭირდება ქოხი, ჰყოფნის ფოთლის ნოხი. ფაციფუცობს, წამწუმ არ წყვ...შოკოლადის პომადაშოკოლადი ლიზიკომ ჭამა, ჭამა ბლომად და მერე ტუჩზე წაისვა შოკოლადის პომადა. იყურება სარკეში ლიზიკო და ხითხი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026