kids.ge logo

ლოქო

ფავორიტებში დამატება

ი−მა−ლე−ბა ქვებ−ში ლო−ქო,
ურ−ჩევ−ნი−ა ქვე−ბი ოქ−როს,
ლო−ქო თა−ვის ქვე−ბის დარ−ბაზს
რო−დი ა−დებს კლიტე-ბოქლომს.
ა−მი−ტო−მაც ღორ−ჯო−ე−ბი
და−ცუ−რა−ვენ ჯგრო-ჯგროებად
და სა−ერ−თო წყლის სის−ტე−მით
სარ−გებ−ლო−ბენ ლიფ−სი−ტე−ბი.
ქვებ−ში ნა−ხავთ კი−ბორ−ჩხა−ლებს,
ი−ლე−სა−ვენ კიბერ-ბრჭყალებს;
ხო−ლო რო−ცა რვა−ფე−ხე−ბი
მოძ−რა−ო−ბას ა−ფერ−ხე−ბენ,
ზუ−თხე−ბი და ქორ−ჭი−ლე−ბი
რიგს ი−ცა−ვენ მორ−ჩი−ლე−ბით.
შორს რომ ჩა−ნან, მურ−წე−ბი−ა,
ჩუ−მად მი−ი−ძურ−წე−ბი−ან.
ი−მა−ლე−ბა ლო−ქო ქვებ−ში,
რას და−აკ−ლებს წვი−მის თქე−ში
და უფ−რო რომ ი−ყოს მშვი−დად,
წა−ი−ფა−რებს შლამს და ქვი−შას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დუნკლი დუნკლიდუნკლი, დუნკლი, დუნკლები, ბატის თეთრი ჭუკები, ჟრიამულით აიკლეს განიერი შუკები. როგორც ჯარისკაცები, მწკრივ...კონკი-ჟღარუნატურა, კონკი-ჟღარუნა, წითურა და ჟღალუნა, მთელ სატურეთს არცხვენს, არც პირს იბანს, არც ხელს! მუდამ დაუვარცხნ...ჯანჯუხა და ჩურჩხელაიქ დიდედამ თათარა ათუხთუხა თანთალა, აკოს ნიგვზის ჩურჩხელა მესინჯერით უჩვენა. ბებიკომ კი ფელამუში მოაშუშა,...უცნაური მეეზოვედაქრის ქარი ყვედრებით: – ეზოს გიგვით უფასოდ, მე წამით არ ვჩერდები, თქვენ კი დგახართ უსაქმოდ! – მეეზოვე ას...დაბნეული ამიკოდედას უნდა მოხვევა, მამას უნდა მოხვევა, ბებოს უნდა მოხვევა, ბაბუს უნდა მოხვევა. _აი,-ფიქრობს ამიკო,- მართ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026