kids.ge logo

ზოოპარკში

ფავორიტებში დამატება
ერ−თხელ კი−დევ რომ ნა−ხოს
სა−ოც−რე−ბა ნამდ−ვი−ლი,
ზო−ო−პარკ−ში ზუ−რი−კო
გა−მო−ცხად−და ამ დი−ლით.
ზუ−რა ხელ−ში ჭიშ−კარ−თან
ა−იყ−ვა−ნა ბე−ბი−ამ.
სპი−ლო−ებს რომ შე−ხე−და,
სულ არ შე−ში−ნე−ბი−ა.
მოგ−რო−ვი−ლან ნორ−ჩე−ბი
სპი−ლო−ე−ბის გარ−შე−მო:
- სპი−ლო−ე−ბო, სა−ლა−მი!
- გა−გი−მარ−ჯოთ, ბავშ−ვე−ბო!
წა−მო−ვი−და ზო−ზი−ნით
სპი−ლო კოხ−ტად მორ−თუ−ლი,
ხე−ლიც გა−მოგ−ვი−წო−და...
ხე−ლი ა−რა... ხორ−თუ−მი!
რქე−ბით იც−ნეს ი−რე−მი,
ხა−ლი−ა−ნი ქორ−ბუ−და,
და−ი−ნა−ხა ზუ−რი−კო,
ზუ−რი−კოსკენ მობ−რუნ−და.
იქ−ვე ახ−ლო შვე−ლი−ა
და შვლის ნუკ−რი მშიშა−რა.
უ−ცებ ერთ−მა ფრინ−ველ−მა
ფრთე−ბი ჩა−მო−ი−შა−ლა.
მე−რე ბო−ლო ლა−მა−ზი
მთელ ე−ზო−ზე მოჰ−ფი−ნა;
ბე−ბომ უ−თხრა: - შე−ხე−დე,
ფარ−შე−ვან−გი ყო−ფი−ლა!
შე−ბუმ−ბუ−ლი ბარ−ტყე−ბი
ბუ−დე−ებ−ში ჟი−ვი−ან.
- რად კან−კა−ლებთ, ბარ−ტყე−ბო,
ნე−ტა, რის გე−ში−ნი−ათ?!
და−თუ−ნი−ა შვი−ლებ−თან
თა−მაშ−ში−ა გარ−თუ−ლი.
- რას ა−კე−თებ, და−თუ−ნა,
თეთ−რო დათ−ვო, და−თუ−ნი?
ბე−ლებს მართ−ლა მო−ახრ−ჩობ
ე−მაგ თა−თის თა−თუ−ნით,
ჭა−მაც დათ−ვის გცოდ−ნი−ა,
მო−ფე−რე−ბაც დათ−ვუ−რი!
- ეს ციყ−ვი−ა, - ბე−ბი−ა
ამ−ბობს და−ბე−ჯი−თე−ბით...
წყლი−დან ა−თას−ნა−ი−რი
წა−მოფ−რინდ−ნენ ჩი−ტე−ბი.
დგას ღო−ბეს−თან ჟი−რა−ფი,
ტანჭ−რე−ლი და მა−ღა−ლი;
ა−გერ თეთ−რი არ−წი−ვი,
ყვა−ვი თა−ვის ბა−ხა−ლით.
გა−მობრ−ძანდ−ნენ ჯიხ−ვე−ბი,
წყა−როს წყა−ლი და−ლი−ეს;
აფთ−რე−ბი და ვე−ფხვე−ბი
ბრა−ზით ღრღნი−ან გა−ლი−ებს.
წრი−ა−ლე−ბენ, და−დი−ან
მთქნა−რე−ბით და ზმო−რე−ბით.
ღა−რე−ბი−ვით მიჰყ−ვე−ბათ
ტან−ზე ჭრე−ლი ზო−ლე−ბი...
ერ−თი ა−ქეთ მო−დე−ქი,
უს−მი−ნე და უ−ყუ−რე:
ლო−მი მა−ინც ლო−მია,
ღრი−ა−ლებს და ბუ−ხუ−ნებს.
ტუ−რა მა−ინც ტუ−რაა,
ქათ−მის ბარკ−ლის მკვნე−ტავი;
- რა გა−კივ−ლებს, ტუ−რი−კო,
ვის უ−ყუ−რებ, ნე−ტავი!
დღემ−დე ვინ−მეს უ−ნა−ხავს,
ვინ−მეს გა−უ−გო−ნი−ა?
თურ−მე მე−ლას ქათ−მებ−თან
მე−ზობ−ლო−ბა ჰქო−ნი−ა.
ა−უზ−ში−ა ნი−ან−გი,
ნა−პირს ფხიზ−ლად და−რაჯობს;
სე−ლა−პე−ბის და−ნახ−ვას
ა−რაფერი ა−რა სჯობს.
ვინც შე−ხე−და, ვე−რა−ვინ
თვა−ლი ვერ ა−ა−რი−და:
თა−ვით ბურ−თი გა−მო−აქვს
სე−ლაპს ღი−ა კა−რი−დან.
ამ გას−ლი−პულ ბე−ჰე−მოთს
არც წყუ−რი−ა, არც ში−ა,
ა−რაფერი ა−დარ−დებს,
ყუ−რე−ბამ−დე წყალში−ა.
მა−ი−მუ−ნებს რგო−ლებ−ზე
მოს−წყე−ნი−ათ თა−მა−ში
და ერთ−მანეთს უსწ−რე−ბენ
მზე−სუმ−ზი−რას ჭა−მა−ში.
თა−გუ−ნი−ა კა−ტის წინ
ლა−მის ში−შით გაქ−ვავ−დეს;
დი−დი კუ−ზი აქ−ლე−მებს
ზურგ−ზე ა−ზით ა−ქამ−დე.
ბა−ტე−ბისთ−ვის და−უდ−გამთ
სახ−ლი უ−სა−ხუ−რა−ო...
- ჰე−ი, ეს ვინ მო−სუ−ლა?
- ჩვე−ნი ზუ−რა, ზუ−რაო!
თუ−თი−ყუშს კი უცვ−ლე−ლი
სი−ტყვა ად−გას ე−ნა−ზე:
- ბი−ჭი ვა−რო! - ი−ძა−ხის
ბი−ჭის გამოჩე−ნა−ზე.
- გო−გო ვა−რო, - შეს−ძა−ხებს
გო−გოს ნა−ხავს თუ ა−რა...
- არ ბი−ჭი ხარ, არც გო−გო,
ჩუ−მად, შე მატყუა−რა!
და−ი−ღა−ლა ზუ−რი−კო,
და−ი−ბინ−და მი−და−მო.
ა−ბუ−ზღუნ−და და−თუ−ნა:
- წა−დით, ძი−ლი გვინ−და−ო!
თავ−ზე გა−და−იქ−რო−ლა
ჩრდილ−მა ქა−რის ფრთე−ბისამ.
- ზო−ო−პარ−კო, ნახ−ვამ−დის!
- ყვე−ლას ძი−ლი ნე−ბი−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026