kids.ge logo

ქინქლა

ფავორიტებში დამატება

გამართა წელში ქინქლა,
დადგა რთველი, როგორც იქნა.
დასტრილებს ვენახს თავზე,
დაწურავენ ყურძენს ხვალ-ზეგ.
ჰოდა, როცა მთელ საბურნეთს
მაჭრის სუნი გააბრუებს,
რეტდასხმული ირბენს ქინქლაც,
მაგრამ მისი დაღლა ვინ თქვა?!
დაპატიჟებს მთელ საქინქლეთს,
თვითონ ირბენს მერიქიფედ.
ეს აფიქრებს ქინქლას ოღონდ,
არ ჩაშალოს ლხინი კოღომ.
სულხარბი და გაიძვერა
ყველა სავსე ჯამში ძვრება.
თუმცა ისიც არის მწერი,
მანაც წრუპოს ყურძნის წვენი.
სხვის ნაშრომზე ილხენს ქინქლაც,
მაგრამ რა ქნას ერთმა ციცქნამ?
ყოს, ქინქლა რას მოჰპარავს
გადავსებულ ჭურს და მარანს,
თუკი შეძლებს ფეხზე დგომას,
ქინქლაც შვენის შემოდგომას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღვის ცხენიცნობილი ზღვის ცხენი ვარ, მაგრამ, გითხრათ, მრცხვენია, წყლის ზემოთ და წყლის ქვემოთ თუმცა ვცურავ იხვივით, მა...პურის ცხობა ვისწავლეუსაქმურად როგორ ვიყო, ცომით არის სავსე ვარცლი, ვიკაპიწებ ციცქნა ხელებს, დედას ცხობას აღარ ვაცლი. ვათამაშე...ბაცი კუკუზის ხის ტოტზე ბაციკუკუ სევდიანად გასცქერს უკუნს: – ყველას სძინავს და მე ვიღას ვეთამაშო, ვუთხრა - კუკუ!...იკას კიჭიწკარა–წკური გააქვს ჭიქებს, უკაკუნებს იკა კიჭებს: ერთი–ორი, ერთი–ორი, აღარ დარჩა სახლში ბროლი! აღარ დარჩა ...წუწაობააქეთ - ბოთლი, იქით - სათლი, დადის ლიზი წუწვა-წუწვით, ბრაზობს ბებო:– წუწაობა გამიგია, მაგრამ, თუ წვიმს?!....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026