kids.ge logo

ატა-მატა

ფავორიტებში დამატება

ატა-მატა, ატა-მატა
კომ−პი−უ−ტერს უ−ზის კა−ტა,
ა−ღარ ახ−ტა, ა−ღარ დახ−ტა
და წო−ნა−ში მო−ი−მა−ტა.
უ−თა−თუ−ნებს „მაუსს“,
თან ი−ძა−ხის _ „მიაუ“-ს.
დე−და კა−ტა წუხს:
-და−ემს−გავ−სა კრუხს,
არ ა−ცი−ებს სკამს,
აქ−ვე ჭამს და სვამს.
ა−რა−ფე−რი ახ−სოვს,
აქ კრუ−ტუ−ნის გარ−და,
სულ მთლად გა−დაგ−ვარ−და!
ა−ქეთ მა−მა კა−ტა ბრა−ზობს:

-დრო−ა, კარ−გად ვუ−თა−ვა−ზო!
ნა−დი−რო−ბას არც კი ცდი−ლობს,
ლო−კავს თა−თებს სა−სა−ცი−ლოდ.
მხო−ლოდ „მაუსს“ ატ−რი−ა−ლებს,
დას−დევს თაგ−ვებს ვირ−ტუ−ა−ლურს!
სირ−ცხვი−ლის−გან და−ვი−კუ−ტე,
რა მა−გა−ლითს აძ−ლევს კნუ−ტებს.
მა−ლე ა−სე მოქ−ცე−ვით
ყვე−ლას გა−და−იმ−ტე−რებს,
ა−ჯო−ბებს, თუ ახ−ლა−ვე
გა−მო−ვურ−თავ ინ−ტერ−ნეტს!
დარ−დობს სა−კა−ტე−თი:
-კა−ტაა თუ მტრე−დი?
უ−ხა−რი−ათ თაგ−ვებს:
-კა−ტა ა−სე გვარ−გებს!
ატა-მატა, ატა-მატა,
კომ−პი−უ−ტერს უ−ზის კა−ტა,
ნე−ტა, სხვებ−საც თუ ეც−ნო−ბათ,
რაც ჩვენს კა−ტას და−ე−მარ−თა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭიჭყინაროცა ჰკითხეს სახელი, ერთმა თევზმა იწყინა: -ხმას არასდროს არ ვიღებ, რად დამარქვეს ჭიჭყინა....დუნკლი დუნკლიდუნკლი, დუნკლი, დუნკლები, ბატის თეთრი ჭუკები, ჟრიამულით აიკლეს განიერი შუკები. როგორც ჯარისკაცები, მწკრივ...ბოლოკი და ჭარხალიბოლოკი და ჭარხალი მიდიოდნენ ხანხალით, გზაზე თაგვი შემოხვდათ ზურგზე ბარგი-ბარხანით. ჭარხალი და ბოლოკი გაუს...კრუხის დარიგებამოუსვენარ წიწილებს რას ასწავლის დედა? -ერთმანეთის სიყვარულს და ცხოვრებას ერთად. კიდევ ეზოს სიყვარულს და ს...აბურდალი, ნაბურდალიაბურდალი, ნაბურდალი კრუხ-წიწილას საბუდარი, თივის ბურდა- ბარდები, წიწილები მარდები. შავები და თეთრები, კრუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026