kids.ge logo

ელენიკოს საბანი

ფავორიტებში დამატება

ნაჭ−რის სა−ბანს კე−რავს ბე−ბო,
ნაჭ−რის სა−ბანს, სა−ნა−ქე−ბოს,
ე−ლე−ნი−კო ად−გას თავ−ზე,
ა−ფენს სი−ტყვის ფი−ან−და−ზებს.

შე−უ−კონ−ჭავთ სა−ნაჭ−რე−თი,
ვერ გაძ−ღე−ბა კა−ცი ჭვრე−ტით:
აბ−რე−შუ−მი, ჩი−თი, ბამ−ბა
ნემ−სის წვერ−მა ა−მო−ლამ−ბა.

კრეპ−დე−ში−ნი, ნარ−მა, სე−ლი -
ბე−ბო ხე−ლებს არ ას−ვე−ნებს,
აგ−ვი−რის−ტებს დიბა-ატლასს,
შე−შურ−დე−ბა თვით ჭრელ კა−ტას.

ცა−ლი ფე−ხით ხტის მა−ხა−თი,
ე−ლეს ხათ−რით, ბე−ბოს ხათ−რით,
ხტის და ცქვი−ტად, მარჯ−ვედ ა−გებს
ორ−მაგ ძა−ფის ლიანდა−გებს.

კრავს სალ−ტეს და უ−ჭერს ღვე−დებს -
ო−თხკუ−თხე−დებს, სამ−კუ−თხე−დებს.
რომ−ბებს ი−სეთ გრძნო−ბებს აქ−სოვს,
რის პი−კა−სო, რა პი−კა−სო.

ნაჭ−რის სა−ბანს კე−რავს ბე−ბო,
ნაჭ−რის სა−ბანს, სა−ნა−ქე−ბოს.
და−ა−ხუ−რავს ე−ლე−ნი−კოს,
გა−უმ−რავ−ლებს გუ−ლის სიტკ−ბოს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღაპრით დაპურებაპაწაწინა ზღარბუნებს, დედა ზღაპრით აპურებს: – იყო არა, რა იყო, ზღაპრის კარი გაიღო. დაიძინეთ, ადრე უნდა ადგ...ოლიკო და გაგულაოლიკო და გაგულა ფქვილში ამოგანგლულან, რძეს და კარაქს ადღვებილს, დაუმატეს ნაღები. გალოკილი თითებით სურთ, დ...გათვლაგათვლას ვიწყებ:ერთი, ორი, ბილიკზე დევს დიდი მორი. გადაახტა ყანჩა, მორი უკან დარჩა. იხვიც ვაგლახ-ჯაფითა დი...იხვების პიკნიკიმწყობრად, რიგის მიხედვით სად გარბიან იხვები? -სად და, დახეთ, ისევ გაყინული ტბისკენ. დაიწყებენ სრიალს, ფეხ...ჯანჯუხა და ჩურჩხელაიქ დიდედამ თათარა ათუხთუხა თანთალა, აკოს ნიგვზის ჩურჩხელა მესინჯერით უჩვენა. ბებიკომ კი ფელამუში მოაშუშა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026