kids.ge logo

ლილი და მზე

ფავორიტებში დამატება

მზის ა−მოსვ−ლას ე−ლო−დე−ბა
მხი−ა−რუ−ლი ჩვე−ნი ე−ზო,
მზის ა−მოსვ−ლას ე−ლის ლი−ლიც,
სა−გე−ბი რომ გა−ამ−ზე−ვოს.
გა−მო−ფი−ნა უკ−ლებ−ლივ
მზე−ზე საბან-გობანი,
ა−ი−ვა−ნი ა−თას−ფერს
და−ამს−გავ−სა გო−ბე−ლენს.
აბ−რე−შუ−მის საბ−ნე−ბი-
ბამ−ბის გო−ლი−ა−თე−ბი,
ზო−ლე−ბი−ან ლე−ი−ბებს
მი−უწ−ვი−ნა გვერდი-გვერდ.
მზეს უ−ფი−ცხებს ლი−ლი−კო
ჭრელა-ჭრულა მუ−თა−ქებს,
(ტკბი−ლად ჩა−გე−ძი−ნე−ბა,
ა−მო−ი−დებ თუ თავქ−ვეშ).
ბა−ლი−შე−ბი ბუმ−ბულ−ში
ლა−მაზ სხი−ვებს იწ−ნა−ვენ,
გა−მო−ფე−ნა ფე−რა−დი
შვე−ნის ე−ზოს სიმწ−ვა−ნეს.
ფუმ−ფულ−დე−ბა მზის გულ−ზე
მთელ დღეს საბან-გობანი,
დახეთ,როგორ სას−წა−ულს
ახ−დენს ცე−ცხლის გორ−გა−ლი.
გა−ი−ბე−რა საბ−ნე−ბი,
ბა−ლი−შე−ბი ა−ფუვ−და,
ლე−ი−ბე−ბი ერთ−ბა−შად
გა−ა−სუ−ქა ზა−ფხულ−მა.
გამ−ზე−ვე−ბა სა−გე−ბის
ა−რის მართ−ლა სა−ქე−ბი.
გა−ნამ−ზე−ვებ ლო−გინ−ში
ძი−ლი სხვა−ა სრუ−ლე−ბით,
ა−ივ−სე−ბა სიზმ−რე−ბი
ფე−რით და მზის სურ−ნე−ლით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *ხის ხიდი ხის ხიმინჯებზე ხუხულასავით ხანხალებს, ხურო ხარიხებს ხერხავს და ხევი ხარივით ხარხარებს....ჟირაფის შარფიმეგობრები ძველი ლამას მუდამ ახსოვს, ამიტომაც ახლა ჟირაფისთვის შარფს ქსოვს. ხელი კი აქვს სწრაფი, თუ ეყოფა ...აბურდალი, ნაბურდალიაბურდალი, ნაბურდალი კრუხ-წიწილას საბუდარი, თივის ბურდა- ბარდები, წიწილები მარდები. შავები და თეთრები, კრუ...პოპკორნიამბავი ორ ნაწილად მონაწილეობენ: მთხრობელი; ქალაქელი სტუმარი - 7 წლის ანდრი; სოფლის მკვიდრი - ანდრის ბაბუა...ჟრუნი დედალი-კა, კა! -ჟრუნი დედალი კვეხნით იკლებს საქათმეს, თითქოს კვერცხი ჯერ ქათამს არ დაედოს აქამდე. თითქოს ოქროს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026