kids.ge logo

იკას კიჭი

ფავორიტებში დამატება

წკარა-წკური გა−აქვს ჭი−ქებს,
უ−კა−კუ−ნებს ი−კა კი−ჭებს:
ერთი-ორი, ერთი-ორი,
ა−ღარ დარ−ჩა სახლ−ში ბრო−ლი!
ა−ღარ დარ−ჩა სახლ−ში ჭი−ქა,
კბი−ლით რომ არ სინ−ჯავს ი−კა,
არ−თობს კბი−ლის ხი−ცი−ნი,
კვდე−ბა ბი−ჭი სი−ცი−ლით!
უ−ხა−რი−ა დე−დი−კოს, უ−ხა−რი−ა მა−მი−კოს,
დაგ−ვი−ლე−წა ჭი−ქე−ბი, უ−ხა−რი−ა ძა−მი−კოს!
ხა−რობს სა−ნა−თე−სა−ო,
ი−კა კბი−ლებს ლე−სავ−სო,
ბა−ბუ−ა და ბე−ბი−ა
ბი−ჭის ამ−ბავს ჰყვე−ბი−ან!
და ივ−სე−ბა ა−რა−კი
ი−კას კბი−ლის რაკ−რა−კით,
ლექ−სად ა−წყობს მა−მი−და
ბი−ჭის ამ−ბავს თა−ვი−დან.
ფე−ის−ბუქ−ზე დებს, მაგ−რამ
ეჭ−ვებს მა−ინც ვერ ლაგ−მავს:
-ვინ−მეს ხომ არ გა−მორ−ჩა
ი−კას კბი−ლის ა−მოჭ−რა?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელაკუდას სალონიმელამ გახსნა სალონი მართლა გასაკვირველი, ლომი ფაფარაყრილი ჩაეწერა პირველი. მგელი, ვეფხვი და დათვი თავიანთ...ლექსების რიგშიარც ვაშლებს, არც კანფეტებს, ბებო ლექსებს არიგებს, თითო შეხვდა ელენეს, იკას, სანდროს, მარიკოს. რიგში დგანა...დუნკლი დუნკლიდუნკლი, დუნკლი, დუნკლები, ბატის თეთრი ჭუკები, ჟრიამულით აიკლეს განიერი შუკები. როგორც ჯარისკაცები, მწკრივ...მეცამეტე გოჭიდაიბადნენ გოჭები, ლოტოს მრგვალი კოჭები და დინგების ცეცებით დედის ძუძუს ეძებენ. დედა ღორი ღრუტუნებს: -დაიც...დრონიდაფარფატებს ცაში დრონი, უპოვია ასაძრომი! ბატის, იხვის მსუქან ჭუკებს ვიდეო-თვალს უპაჭუნებს. უთვალთვალებს კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026