kids.ge logo

წერილი ლაპლანდიიდან ბებიას

ფავორიტებში დამატება

ბე−ბო წე−რილს გწერ შო−რი−დან,
იქ სა−დაც დი−დი თოვ−ლი−ა,
აქ არც პალ−მე−ბი შრი−ა−ლებს
და არ დაფ−რი−ნავს თო−ლი−ა.
თეთ−რი−ა მთე−ბი, გო−რე−ბი,
ყვე−ლა გუნ−და−ობს, სრი−ა−ლებს,
მე ყი−ნულ−ზეც კი დავ−დი−ვარ,
ზოგ−ჯერ სწრა−ფა−დაც ვტრი−ა−ლებ.
აქ სულ ა−ხა−ლი წე−ლი−ა,
თოვ−ლის პა−პაც კი არ დნე−ბა,
რო−ცა ი−ნატ−რებ სა−ჩუქ−რით,
მა−შინ−ვე შენ−თან გაჩნ−დე−ბა.
ალ−ბათ მო−გინ−და აქ ყოფ−ნა,
სრი−ალს გას−წავ−ლი ჩა−მო−დი,
ი−ცი, დღეს ჩვე−ნი ნაკ−რე−ბი
ა−ხა−ლი ნომ−რით გა−მო−დის.
ა−ბა, დრო−ე−ბით, ნახ−ვამ−დის,
კარ−გად ი−ყა−ვი ბე−ბი−კო,
წე−რი−ლი შენთ−ვის და−წე−რა
ჩე−მი კარ−ნა−ხით დე−დი−კომ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სახლობანამე და ბებოს გვიყვარს ერთად სახლობანას თამაში, კუბიკებით კედლებს ვაწყობთ, რაა ცუდი ამაში. დედა სულ არ გვეხ...მამამამამ პლედი მოიფარა, ვითომ დათვის ბელია, ჰაჰ, ამაზე სახალისო მგონი არაფერია. ახლა პერანგს აფრიალებს აფრია...* * *დათამ იპოვა სიზმარში დევის პატარა შვილიკო, და მასთან ახლოს მიმსვლელი აბა სიზმარშიც ვინ იყო? რადგანაც შემო...დილის ლექსიმოდი, ტაში შემოვკრათ, მივესალმოთ მზეს, რა ნათელი დილაა და რა კარგი დღე. კიდევ ტაში შემოვკრათ, გავუღიმოთ დ...საახალწლო საჩუქარიგადაპენტა ფიფქმა ეზო, გარეთ გასვლა უნდა რეზოს. - გახველებს და სიცხე გიწევს და საწოლში უნდა იწვე! - ეუბნებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026