kids.ge logo

მოვა ახალი წელი

ფავორიტებში დამატება

დე−კემ−ბე−რი ი−ლე−ვა,
გა−რეთ ცი−ვა, ზოგ−ჯერ თოვს.
დას−ვე−ნე−ბაც ი−წყე−ბა,
თოვლ−ში თა−მაშს რა−მე სჯობს?
რას ე−ლი−ან ბავშ−ვე−ბი,
კარ−გად ი−ცის ბუ−ნე−ბამ,
ა−ღარ ვარ−გა ამ−დე−ნი,
ტვი−ნის გა−დაბ−რუ−ნე−ბა.
მო−ფარ−ფა−ტებს ფიფ−ქე−ბი,
მო−ვი−მარჯ−ვეთ გუნ−დე−ბი,
და−ვა−ყე−ნეთ ცი−გე−ბი,
ვე−ჯიბ−რე−ბით გუნ−დე−ბით.
ნაძ−ვის ხე−საც ა−ვა−წყობთ,
მოვრ−თავთ ირგვ−ლივ გა−რე−მოს,
ა−რა, წელ−საც არ მა−წყობს,
ჯა−დოქ−რო−ბას არ ვენ−დო.
წე−რილს ი−სევ მი−ი−ღებს
ჩემ−გან თოვ−ლის ბა−ბუ−ა
და გუ−ლით რომ ი−ცი−ნებს,
ა−მას კი−თხვაც არ უნ−და.
მთე−ლი წე−ლი ვად−გენ−დი
სა−ჩუქ−რე−ბის ამ სი−ას,
თან ძმისთ−ვი−საც რამ−დე−ნი
ჩა−ვა−მა−ტე, მად−ლი−ა.
კარ−გადაც ვიქ−ცე−ო−დი,
სულ ბო−ლომ−დე ვხვრეპ−დი სუპს,
ხში−რად არ ვიქ−ცე−ო−დი
და არ ვი−ტყავ−დებ−დი მუხლს.
მო−ვა ა−ხა−ლი წე−ლი,
სი−ხა−რუ−ლით აგ−ვავ−სებს.
თან თოვ−ლის ბა−ბუს ვე−ლით,
რას მოგ−ვი−ტანს ა−ბა, წელს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანიტას კითხვები აწუხებსგაზრდილა გოგო ანიტა ცნობისმოყვარეც გამხდარა კითხვებზე რაც მან დამისვა, ხან მაქვს პასუხი, ხან არა: თუ დიდხ...სუპერდედასუპერძალების გჯერათ? უკითხავთ თურმე კლასში და ახმაურდა ერთად თურმე ოცივე ბავშვი. სპაიდერმენი, ჰალკი, ფლეშ...ძველით ახალი წელია თუ იმედი გაგიცრუვდათ, რწმენაც შემოგელიათ, თქვენთან არც სანტა მოსულა, არც კეთილი ფერია, ბალიშის ქვეშ ხელს ...ქართული დედა-ენაამე საქართველოს შვილი ვარ აქ მომავლინა გამჩენმა. ზეცისგან დალოცვილი ვარ, რომ დავიბადე ქართველად. ენაც ქართ...შობის ღამეანგელოზებს ვმასპინძლობთ, ღამე დღება მადლისო. ბავშვი მღერის ალილოს, ყველას გული გაგვითბო. დღეს განგებამ ინ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026