kids.ge logo

წელიწადის ოთხი დრო

ფავორიტებში დამატება

წე−ლი−წა−დის ო−თხი დრო
რო−გორც ო−თხი დო−ბი−ლი,
კა−მა−თობდ−ნენ დრო−დად−რო,
ვინ უფ−რო−ა ცნო−ბი−ლი.
გა−ზა−ფხულ−მა და−ი−წყო
თა−ვის ქე−ბა პირ−ვე−ლად,
გა−საკ−ვი−რი არც ი−ყო
მი−სი გა−მობრ−წყი−ნე−ბა.
ვინ ა−მარ−ცხებს სი−ცი−ვეს,
ვინ აღ−ვი−ძებს ბუ−ნე−ბას,
ად−რე ამდ−გარ დი−ლის მზეს
ვინ უ−მაღ−ლებს გუ−ნე−ბას.
ვინ გვიბ−რუ−ნებს ჩი−ტუ−ნებს
კვლავ თა−ვი−ანთ ბუ−დე−ში,
ი−მე−დის სხივს ვინ უ−ჩენს
დიდ-პა−ტა−რას გუ−ლებ−ში.
ა−ხარ−ხარ−და ზა−ფხუ−ლი,
ა−ღარ უს−მენს და−ი−კოს,
ტრა−ბა−ხა გაზა−ფხუ−ლის
გა−ჯავ−რე−ბაც და−ი−წყო.
მე ხომ თითქ−მის არც მძი−ნავს,
სი−ცო−ცხლით ვარ დამტკ−ბა−რი,
ყვა−ვი−ლე−ბით მო−მირ−თავს
მინ−დო−რი თუ მთა-ბარი.
სწავ−ლა, შრო−მა დამ−თავრ−და,
ყველ−გან ჟრი−ა−მუ−ლი−ა,
დი−დი−ა თუ პა−ტა−რა
გა−რეთ ყოფ−ნა ს−წყუ−რი−ა.
გრილ−დე−ბი−ან ბავშ−ვე−ბი,
წუ−წა−ო−ბენ დღე და ღამ,
ვე−ღარ თვლი−ან ნა−ყი−ნი
ვინ რამ−დე−ნი შე−ჭა−მა.
შე−მოდ−გო−მის დუ−მილ−ში
დაღ−ვი−ნე−ბა იგრძ−ნო−ბა,
დინ−ჯი, ოქ−რო−ცურ−ვი−ლი,
სიმშ−ვი−დის დებს პი−რო−ბას.
მაგ−რამ თურ−მე ყვე−ლას აქვს
სხვე−ბის ჯობ−ნის სურ−ვი−ლი,
რა−მაც მა−საც შეჰ−მა−ტა
გა−მარჯ−ვე−ბის წყურ−ვი−ლი.
მე მოვ−ხა−ტე ტყე, მთე−ბი,
ა−თას−ნა−ირ ფე−რე−ბით,
გა−დავ−ხუნძ−ლე ხე−ე−ბი
ზღმარტ−ლით, წაბ−ლით, ლეღ−ვე−ბით.
მუ−შა−ო−ბა გა−ჩაღ−და,
რთველ−ში ისმის-ბარაქა!
ე−ზო−ებ−ში და−ლაგ−და
ხი−ლით სავ−სე კა−ლა−თა.
ბე−ბო−ებ−მა ამ−ზა−დეს,
ჩურ−ჩხე−ლე−ბი, ტყლა−პე−ბი,
ფე−ლა−მუ−შით და−ატკ−ბეს
მსუ−ნა−გი პა−ტა−რე−ბი.
ხმას არ ი−ღებს ზამ−თა−რი
ჭა−ღარა თმას ის−წო−რებს,
ბევ−რი ი−ყო ნათქ−ვა−მი
და ყვე−ლა თავს ი−წო−ნებს.
უფ−რო−სი ვარ თქვენს შო−რის
ა−სე ამ−ბობს ზამ−თა−რი,
მხო−ლოდ ა−მას გე−ტყო−დი,
და−ვას−რუ−ლოთ კა−მა−თი.
მე გავ−ძარც−ვე ხე−ე−ბი,
და−ვა−ძი−ნე ბუ−ნე−ბა,
შე−ვაჩ−ვი−ე ბავშ−ვე−ბი
ფანჯ−რე−ბი−დან ყუ−რე−ბას.
სიცივეა,გა−რეთ თოვს,
გა−და−თეთრ−და მთა-ბარი,
ა−მი−ტო−მაც არ მოგ−წონთ
თმაჭა−ღარა ზამ−თა−რი?
გუნ−და−ო−ბის ჟრი−ა−მულს,
გა−რეთ ცი−გის გა−ტა−ნას,
ა−ხა−ლი წლის სი−ხა−რულს
ვჩუქ−ნი დიდს და პა−ტა−რას.
ჰო−და, დრო−ა შე−ვიგ−ნოთ,
რომ კა−მა−თი შევ−წყვი−ტოთ,
თა−ვის დრო−ზე შე−ვირ−გოთ
წე−ლი−წა−დის ყვე−ლა დრო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოქართველმა იცის სამშობლო, მიწის საზომი არ არის. მაღალმა ღმერთმა დალოცოს ეს მშვენიერი მთა-ბარი. სამშობლო ჩვ...დედის დღეამარტი დადგა, გაზაფხული ბევრ სიხარულს გვპირდება, ზამთრის სუსხით გათანგულთ კი სასწაული გვჭირდება. საქმიანი ...შემოდგომაზაფხული უკვე გავიდა, შემოდგომაა, აცივდა. გადაფერადდა ხეები, წაბლით გაივსო ტყეები. ხილით ივსება კალათა, ბა...გაზაფხულიგაზაფხული მოვიდა, აყვავილდა იები. დაგვიბრუნდნენ შორიდან გაფრენილი ჩიტები. გაიზარდა დღეები, გაიღვიძა ბუნებ...ენა ქართულისაქართველოს წარსული, აწმყო ხილვად ნახული. განძი - ჩვენი ანბანი და გმირობის ამბავი. ანგელოზთა ხმა არის, ქვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026