kids.ge logo

სოფია ბარშოვა

სოფია ბარშოვა

ფავორიტებში დამატება

სოფია ბარშოვა საბავშვო პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, სცენარისტი, რედაქტორი

დაიბადა 1985 წლის 22 ივლისს, იმერეთის ქალაქ ბაღდათში და იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ბაკალავრი- ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ხოლო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურა- რომანისტიკა.

დღემდე ცხოვრობს და საქმიანობს ქალაქ ბათუმში, 2011 წლიდან არის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელი.

სოფია ბარშოვამ ფრანგულიდან თარგმნა ანა გავალდას ,,35 კილო იმედი“.

სხვადასხვა თემაზე დაწერილი, შემეცნებითი ხასიათის საბავშვო ლექსებიდან, ბევრი ლექსი შექმნა თავის ქალიშვილთან- ანიტასთან ურთიერთობაზე და მათ საერთო გამოცდილებაზე.

ასევე შექმნა მოთხრობების სერია ,,კლასი ქარიშხალა“, რომელიც ქალიშვილის, ანიტას კლასის პროტოტიპი კლასის ამბებზეა, რომელიც ტყეში მდებარეობს და სხვადასხვა ცხოველისგან შედგება. ამ მოთხრობების მიხედვით ორჯერ დაიდგა მინი სპექტაკლი.

2023 წელს სოფია გახდა გამომცემლობა  ,,პალიტრა L”-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული წიგნისთვის - ,,კაქტუსა აფრიკაში“, რომლის ნახვაც უკვე შესაძლებელია წიგნების თაროებზე.

სოფიას ჰყავს ორი შვილი: ნიკა და ანიტა

სოფია ბარშოვას წიგნები

კაქტუსა აფრიკაში
„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ვარსკვლავი “
ნახატის ავტორი:
ნინო გრიგოლია (ცხრა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დუმბაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ რელიგიური და ფილოსოფიური საკითხების განხილვა

განიხილეთ რელიგიური და ფილოსოფიური საკითხები ბავშვთან ერთად და დაეხმარეთ მას, ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებები.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026