kids.ge logo

ანიტა და წიგნები

ფავორიტებში დამატება

„წა−ი−კი−თხე წიგ−ნე−ბი,
უ−კე−თე−სად იქნები“.
სა−რეკ−ლა−მო ბა−ნე−რად
კაშ−კა−შებ−და წარ−წე−რა.
შე−ამჩ−ნი−ა ა−ნი−ტამ,
უ−მალ თა−ვი ჩა−ქინდ−რა.
ცო−ტა ხა−ნი ჩა−ფიქრ−და
და ჩუ−მად თქვა „არ მინდა“.
„რად ვი−კი−თხო წიგ−ნე−ბი,
სი−ტყვე−ბი და სი−ტყვე−ბი...
მა−ლე დი−დი ვიქ−ნე−ბი
ა−ღა−რა მაქვს კი−თხვე−ბი.
მო−ბი−ლუ−რი სულ თან მაქვს,
ინ−ტერ−ნე−ტიც ჩარ−თუ−ლი.
ტრანს−ლე−იტ−მა მი−თარგმ−ნა
ინგლისური-ქართული.
მსოფ−ლი−ო−ში რაც ხდე−ბა,
სულ ჩვენს თვალ−წინ ნახლ−დე−ბა.
ჩავრ−თავ ფილ−მებს, ა−ნი−მეს,
ან სე−რი−ალს და−ვი−წყებ.
„ფეისფუქზე“ დავსქ−რო−ლავ,
ან−და რა−მეს დავ−პოს−ტავ,
ტვინს არ უნ−და წვა−ლე−ბა,
და კი−თხვის−გან წამება“.

„ღმერ−თო ჩემო“ შევ−კივ−ლე,
ეს რა ეს−მის ჩემს ყუ−რებს.
ვე−ღარ ვიც−ნობთ ჩვენს შვი−ლებს,
გა−ჯე−ტე−ბის შემ−ყუ−რე.
შვი−ლო, რო−გორ ა−და−რებ
წიგნს და ტე−ლე−ნო−ვე−ლებს,
ეს ჰგავს რა−ღაც გა−ნა−ჩენს
თუ ჩა−მოვრ−ჩი მოვ−ლე−ნებს.
წიგ−ნი რა−საც გთა−ვა−ზობს,
ძნე−ლად სხვა−გან ი−შო−ვო,
ჯა−დოს−ნუ−რი სამ−ყა−რო,
კი−თხვით უნ−და ი−პო−ვო.
წარ−მო−სახ−ვას მი−ენ−დო,
ფიქ−რებს მიედ-მოედო,
ყვე−ლა გმი−რი გა−იც−ნო,
მათთ−ვის „ომიც“ და−ი−წყო.
ცხრა მთა−სა და ზღვას შო−რის
ბეწ−ვის ხიდ−ზე გა−ივ−ლი,
გმირ−თან ერ−თად გა−მოც−დი,
რო−გორია წა−დი−ლი
გა−ი−მარჯ−ვო ბო−როტ−ზე,
ცას შე−ხე−დო ოც−ნე−ბით,
კვალ−ში მიჰყ−ვე ბო−ლომ−დე,
მტერს ა−ჯო−ბო გო−ნე−ბით.
ი−ცი−ნებ და ი−ტი−რებ,
თა−ნაგრძ−ნო−ბით ი−ცხოვ−რებ,
სხვე−ბის დარდს რომ იტ−ვირ−თებ,
შენც იზრ−დე−ბი, ი−ცო−დე!
წიგ−ნი ა−მას გთა−ვა−ზობს—
შე−ის−წავ−ლო სამ−ყა−რო,
თუ გსურს ბევ−რი სი−ცო−ცხლე,
კი−თხვის−კენ მოგიწოდებ!“

შე−მომ−ხე−და ა−ნი−ტამ,
თვალ−ში ფიქ−რი ჩა−უდ−გა,
ა−ღარ უთქ−ვამს „არ მინდა“
დე−დის ხმას ვერ გა−ნუდ−გა.
„დე−და−ჩე−მო, ვგიჟ−დე−ბი,
რა ე−ნამ−ზე მყავ−ხა−რო,
გე−ტყო−ბა, რომ წიგ−ნე−ბის
კი−თხვა სულ გიყ−ვარ−და−ო.
და−გი−ჯე−რებ და წიგ−ნებს,
სასთუ−მალთან და−ვი−წყობ,
ხან ტე−ლე−ფონს ა−ვი−ღებ
და განტ−ვირთ−ვას მო−ვი−წყობ.
მე ვარ ჯენ−ზის თა−ო−ბის,
ციფ−რუ−ლი დროს მოს−წავ−ლე,
მეს−მის საქ−მის რა−ო−ბის
და ო−რი−ვეს მოვასწრებ!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოგილოცავთ ხარებას!მოგილოცავთ ხარებას! აპრილის შვიდს ღვთისმშობელს ანგელოზმა ახარა ,,თქვენში გაჩნდა სიცოცხლე და ძე ღვთისა გან...მასწავლებელიდრო მალე გადის, ჩვენც მას მივყვებით, და წლებთან ერთად უფრო ვიზრდებით, იგივე ვრჩებით, ანდა ვიცვლებით, დამკ...დიასახლისი ფერიები ამ ბედობას, ახალ წელს, ჩემს გოგოებს სალამი! წინსაფარი გადავდე, მოვიმარჯვე კალამი. ახალი წლის დღეებში თითქ...თანამედროვე და-ძმაჩვენს პატარა ოჯახში, ორი ბავშვი ცხოვრობსო. სხედან მათთან ოთახში, დაამსგავსეს სოროსო. უმცროსია დაიკო, და ც...წელიწადის ოთხი დროწელიწადის ოთხი დრო როგორც ოთხი დობილი, კამათობდნენ დროდადრო, ვინ უფროა ცნობილი. გაზაფხულმა დაიწყო თავის ქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026