kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
კი−დევ ვე−ღირ−სე გა−ზა−ფხულს,
ცი−დამ მა−ნა−ნის დე−ნა−სა;
ბუ−ნე−ბის გა−მოღ−ვი−ძე−ბას,
ფრინ−ველთ სა−ა−მო სტვე−ნა−სა, -
გუ−შინ მე−გო−ნა, დავ−მუნჯ−დი,
დრეს ი−სევ ვიდ−გამ ე−ნა−სა.
ყურს ვი−ღა უგ−დებს ამ დრო−სა
პი−რად ჭირს, კერ−ძო წყე−ნა−სა?!
მშორ−დე−ბა, თუ რამ ჭკვა−ზე−და
ან გულ−ზე ჟან−გი მდე−ბო−და...
გუ−ლი აძ−გერ−და სხვა−რი−გად:
ვნა−ხე, ზამ−თა−რი კვდე−ბო−და.
მტარ−ვა−ლად გა−მომც−ქი−რა−ლი
მთებ−ზე ყი−ნუ−ლი დნე−ბო−და;
და ჰა სულ-გუ−ლის სი−ცო−ცხლე
სა−მა−რი−და−მა დგე−ბო−და!
ა−ყე−ფე−ბუ−ლან ხე−ვე−ბი,
ცე−ცხლს აკ−ვე−სე−ბენ პი−რი−თა:
ვის მუ−ქა−რა−ზე მი−დი−ან,
ვის აკვ−ნე−სე−ბენ ჭი−რი−თა?
იქ−ნე−ბა მაყ−რე−ბი იყვ−ნენ,
მე−ფე მოჰყ−ვან−დეთ ლხი−ნი−თა?
კარ−თა−ნას უც−დის ა−რაგ−ვი
ვე−ფხვი ალ−მა−სის კბი−ლი−თა:
"მო−ვი−დეს, ვი−ნაც ვა−ჟი−ა!"
ადრტ−ვი−ნე−ბუ−ლა ჟი−ნი−თა.
უ−როს სცემს სალ−სა კლდე−ებ−სა,
გა−უ−მაძღ−რებ−სა ძი−ლი−თა.
ამდ−გა−რა ა−მი−რა−ნი−ცა,
კლდე−ში დაბ−მუ−ლი ჯაჭ−ვი−თა.
და−უ−ბღუ−ჯი−ა ხმლის ვა−და
მო−უ−ღა−ლა−ვის მა−ჯი−თა,
კვლავ სთე−ლავს დე−და−მი−წა−სა
თვალ-გაუწვდენის ლა−ჯი−თა;
სისხლს ი−ძევს, ვი−ნაც ტყვე−ო−ბის
გმი−რი ა−წა−მა ბა−ჟი−თა.
სა−ცა გავ−ხედ−ნებ, ყველ−გა−ნა
ზღვა მო−ვარდ−ნი−ლა მწვა−ნი−სა,
გუ−ლისა გამ−გუ−ლე−ბე−ლი,
და−მათ−რო−ბე−ლი თვა−ლი−სა.
დღეს სა−მო−თხე−ში ვნე−ტა−რობ,
დარ−დი ა−რა მაქვს ხვა−ლი−სა.
ი−ა−მაც მომ−ცა სა−ლა−მი,
დამ კვლავ ძმა იც−ნო თა−ვი−სა.
გვერდს უდ−გა დი−ა−კო−ნა−ი,
რო−გორ ა−მა−ყად ჰყვა−ვი−სა!..
მო−ნა ვარ, მო−ნა ბუ−ნე−ბის,
ღო−ნე ა−რა მაქვს და−ვი−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....ერთი რამ მინდა სათქმელადერთი რამ მინდა სათქმელად, გულს ნისლად დაფარებული, ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი სამღერლად დაბარებული. ვსთქვა, ...ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...დიდი თამარიქალო, ქართველთა სულის დგმავ, ქალო, ქართველთა დედაო! ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026