kids.ge logo

უნუგეშო ყოფნა

ფავორიტებში დამატება
ი−ას, ბნელს ხევ−ში მო−სულ−სა,
დი−დი ჭანდ−რე−ბი ჰფა−რავ−და,
ე−წა−და დიდ−ხანს სი−ცო−ცხლე,
წა−დილს ა−ღა−რა ჰმა−ლავ−და:
ი−ნა−ბე−ბო−და, ჰკრთე−ბო−და,
მზის სხივს ე−ლო−და მაღ−ლი−თა;
შეჰ−ფო−ფი−ნებ−და სამ−ყა−როს
გაშ−ტე−რე−ბუ−ლის თვა−ლი−თა,
მზის სხი−ვი აკლ−და, ე−ლო−და,
მზე ა−ღარ ა−მო−დი−ო−და,
ჩი−ქი−ლად მი−სი სხი−ვე−ბი
თავ−ზე არ ე−ფი−ნე−ბო−და.
ა−მო−იკვ−ნე−სა ჩაგ−რულ−მა,
გულ−მოკ−ლულს ე−ტირ−ნე−ბო−და.
მზე ვე−ღარ აწვ−დენს სხი−ვებ−სა
ბნე−ლის ჯურღ−მუ−ლის წყვდი−ად−სა,
ვერ უმ−თე−ლებ−და წყლულს გულ−სა
ფერ−გა−ხუ−ნე−ბულს ი−ასა.
ი−ა სჭკნე−ბო−და, კვდე−ბო−და,
მი−წას−ვე ე−ბა−რე−ბო−და.
გაღ−მა კი ყვა−ვილ−თა გუნ−დი
სა−მო−თხეს ე−და−რე−ბო−და;
მზე უხ−ვად ნა−თელ−სა ჰფენ−და,
ჯავ−რი არ ე−კა−რე−ბო−და;
ი−ას სიკვ−დი−ლი ამ დრო−სა
მით უფ−რო ემ−წა−რე−ბო−და, -
ჰხე−დავს, რომ სხვა−ნი ლხი−ნო−ბენ,
მას მი−წა ე−ფა−რე−ბო−და.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენგამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა...სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...სიმღერაარცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026