kids.ge logo

კურდღელს თეთრს და ნაბიას

ფავორიტებში დამატება

,,კურდღელს თეთრს და ნაბიას,
გული განაბია,
დილის ნამის წვეთებით,
პირი დაბანია.
ბუჩქის ძირას სახლს იწყობს,
თივა მოტანია,
და მცივანა ფეხებზე,
თბილად მოფარია.
მშიშარაა ცოტათი,
აფრთხობს ტყე და ქარია,
მიტომაც ძილშიაც,
თვალი დანაბია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდუდუნებს მდინარე,,მოდუდუნებს მდინარე, კალაპოტშიც გადმოდის, მოაქვს, მოარაკრაკებს, სიტყვებს გზებზე გაგონილს. ხან სიცივეს აჰ...შემოდგომას ბარაქაოდაყვითლებულ მსხვილ-მსხვილ მტევნებს, ეფერება ნიავი, და რთველისთვის გაემზადა, მდელო თავაზიანი. უმასპინძლებს...* * *გუშინ ძლიერ მოვიწყინე, ავად გავხდი უცებ, ამდენ წამალს რომ მასმევენ, ის მატკივებს მუცელს. დედა თერმომეტრით...გაზაფხულიენძელების ნაზი ჯარი, დაეფინა მიწას, ფრთხილად! ფეხი არ დაადგა, ჯერაც წყნარად სძინავთ. სადაცაა თავს წამოჰყო...შემოდგომის ლეგენდებიშემოდგომის ლეგენდები, მოკლე დღით და გრძელი ღამით, სიუხვით და სურნელებით, დაჰქრის აღმა გრილი ქარი. ვაზის მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026