kids.ge logo

მგზავრის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
რამ−დენ მდი−ნა−რეს არ−ბევს
ეს და−ტე−ხი−ლი მთე−ბი,
დე−მო−ნი−სას ჰგავს წარ−ბებს
მძლავ−რი ნი−აღვ−რის ფრთე−ბი.

სუნთქ−ვა მაღ−ლი−დან მორ−ბის,
რო−გორც ქა−რუ−ლი რა−ში,
და ბუ−დე−ე−ბი ორ−ბის
მიჯ−გუ−ფე−ბუ−ლა მთა−ში.

უ−უძ−ვე−ლე−სი ცი−ხის
ჩანს ნანგ−რე−ვე−ბი შო−რი,
ჩქა−რი მდი−ნა−რის რი−ყეს
რგო−ლებს ა−ზო−მებს ქო−რი.

დგე−ბა სა−ღა−მო ჟა−მი,
მთებს ე−პა−რე−ბა რუ−ლი,
ჩქა−რა და−ეშ−ვი, ღა−მევ,
და და−მიმშ−ვი−დე გუ−ლი.

ჩქა−რა და−ეშ−ვი, ბინ−დო,
ფიქ−რი მო−მე−ცი წმინ−და,
ვი−საც ვენ−დე და მინ−დო,
კვლავ მო−მა−გონ−დეს, მინ−და.

მინ−და ა−ხა−ლი გზე−ბი,
მინ−და ა−ხა−ლი რა−მე,
გაბრ−წყინ−ვე−ბუ−ლი მთე−ბი,
გა−ნა−თე−ბუ−ლი ღა−მე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვილანელიყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების ...ობელისკიობელისკს, თეთრი მხრიდან მოტანილს, ჩვენ შევცქეროდით ძახილით: დაგმეთ ეჩვენებოდათ ქვის თლილი ტანი ყველასთვის...შენ გვიანდებიშენ გვიანდები, სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა და ჩაჰყურებენ მძინარე მაპირს კრეისერების მძიმე...ხსოვნასმოუწოდეს იმას ძველად, ზარები რომ დარეკოს, რომ სიმღერა მთა და ველად გვირგვინივით გადაარეკოს. იგი დაფნის იყ...ეს წინათ იყოეს წინათ იყო, მდინარეს თითქო ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი და კიდეებზე მდუმარედ იდგა შეუცნობელი შრიალი ჭად...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026