kids.ge logo

დილა ასე დაიწყე

ფავორიტებში დამატება

მინდა მოგცე, პატარავ,
რჩევა გამოსადეგი:
ზამთარ-ზაფხულ, ყოველდღე,
დილით ადრე ადექი!

თუნდ სიზმარში გათოვდეს
შოკოლად-მარმელადი,
თუნდაც ინდილების
ყო ძილში ბელადი,

თუნდაც იყო სიზმარში
პრინცესა ან დევ-გმირი -
მაინც დროზე წამოხტი,
დაბანე ხელ-პირი!

გახეხე კბილები,
ეგ რა დასაზარია?
მერე დასცხე ვარჯიში,
წვიმაა თუ დარია!

ერთი, ორი, _ განმკლავი!
ერთი, ორი, _ ზემკლავი!
ყოჩაღ! არ გემუქრება
შენ დღედან წელკავი!

დილაბით მიღე
სახლში ორი სტუმარი:
მზე და სუფთა ჰარი,
არ მოგთხოვენ პურ-მარილს!

თუკი არ დამიჯერებ,
ნიშანია ეგ იმის,
რომ სულ მალე მოგიწევს
შინ მოწვევა ექიმის,

ყლაპვა მწარე წამლების,
დიდი ნემსის დარჭობა,
ღირე, მაგ ამბავს
გაკაჟება არ ჯობდა?!

გაკაჟება, პატარავ,
ყველა შარს აგაცილებს,
თვითონ გაუმკლავდები
ვირუსებს და ბაცილებს!

სე იგი, შევთანხმდით!
მზე, ჰარი, ვარჯიში.
ახლა დროა საუზმის,
საუზმე, რა გიშლის!

რძე სუფრაზე თუ არის,
თქმა არ ვარგა უარის!
რძეს ვინც დალევს _ ვეფხვია,
ვინც არა და _ კუ არის!

ყველი, პური, კარაქი,
კვერცხი, ფაფა მანანის,
ის მიირთვი, რაც არის,
ნუ ითხოვ, რაც არ არის!

ახლა არ შეგახსენებ
კვლავ კბილების გახეხვას
და შინიდან გასვლის წინ
დიდ სარკეში ჩახედვას!

ვინმემ რომ არ გიწოდოს
ჯაგრული ჩოჩორი,
კოხტად გადავარცხნე
კულული და ქოჩორი.

სკოლა ალბათ, ახლოს გაქვს,
დობილო ან ძმობილო?
ჰოდა, მისვლა სკოლამდე
სჯობს უავტომობილოდ!

თავად მოგეხსენება,
დღე რომ დილით იწყება,
მოდი, ასე დაწყე!
კეთესი იქნება!

ლექსი 5 ~ 13 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 5-დან ~ 13 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

თამარ ფხაკაძის სხვა ლექსები:

ციყვი და ხავსისქუდა კაცუნა
უღრან,
უღრან,...
დილა ასე დაიწყე
მინდა მოგცე, პატარავ,
რჩევა გამოსადეგი:...
ანა-გოგოს წერილი
საყვარელო თოვლის პაპა,
ჩემს ნატვრასაც გეტყვი, აბა....
თოვლი
თეთრმა თოვლმა, ქუნქულამ
არემარე დაფარა....
„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული თამარ ფხაკაძის ლექსი „დილა ასე დაიწყე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „დილა ასე დაიწყე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ქემოკლიძე:


Kids.ge-ს რჩევები

იცოდეთ როდის უნდა მიაჩვიოთ ბავშვი ქოთანში მოსაქმებას

ბავშვი მზადაა ქოთნის გამოსაყენებლად თუკი: ის გრძნობს იმას, რომ დროა მოისაქმოს და ითხოვს პამპერსის გამოცვლას.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები წესების დაცვაზე, ლექსები სკოლაზე და ლექსები ძილზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები წესების დაცვაზე, ლექსები სკოლაზე და ლექსები ძილზე

ნესტან კუპრავა
ჩემი სკოლა, ჩემი კლასი

ნესტან კუპრავა

აი, ჩემი სკოლა!
აი, ჩემი კლასი!...
ნესტან კუპრავა
სძინავს, სძინავს ძილგუდას

ნესტან კუპრავა

თოვლით მოდის ზამთრის დილა,
ძილგუდას კი სძინავს ტკბილად,...
ნანა სამხარაძე
ძილისგუდა ლაშა

ნანა სამხარაძე

დილით ადრე გაღვიძება
დაეზარა ლაშას,...
ნანა სამხარაძე
მასწავლებელს

ნანა სამხარაძე

ცოდნის სინათლის მატარებელო,
უფლმა მოგცეთ დიდი დიდი გაძლება,...
ნუნუ ჯანელიძე
უცნაური მეეზოვე

ნუნუ ჯანელიძე

დაქრის ქარი ყვედრებით:
– ეზოს გიგვით უფასოდ, ...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები წესების დაცვაზე, ლექსები სკოლაზე და ლექსები ძილზე

ნოდარ დუმბაძე
მანანას წერილი

ნოდარ დუმბაძე

ჩემო კარგო მედიკო,
ჩემო კარგო დაია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026