kids.ge logo

ვისწავლოთ ანგარიში

ფავორიტებში დამატება

ერ−თი, ო−რი, სა−მი, ო−თხი, ხუ−თი,
უკ−ვე ვი−ცი დათვ−ლა,
თუ−კი ა−სე ვის−წავ−ლი,
მე სკო−ლა−ში წა−ვალ.

ერ−თი ცხე−ნი ბა−ლახს ძოვს,
მი−ე−მა−ტა ერ−თიც,
ა−ბა, გა−მო−ი−ცა−ნი
რამ−დე−ნი−ა? - ო−რი.
ო−რი ცელ−ქი მე−ლი−ა
ე−ლო−დე−ბა და−ი−კოს,
რო−ცა ი−სიც მო−ვა,
გახ−დე−ბი−ან? - სა−მი.

ა−გერ სა−მი ფი−სო−ა,
ფან−ჯა−რა−ში - ერ−თი,
სულ რამ−დე−ნი გა−მო−ვი−და?
რამ−დე−ნი და - ო−თხი.

ო−თხი ლეკ−ვი თა−მა−შობს,
მი−ე−მა−ტა ერ−თი.
ა−ბა, ჩქა−რა და−ით−ვა−ლე
რამ−დე−ნი−ა? - ხუ−თი.
სა−მი ცელ−ქი მე−ლი−ა
მზე−ზე წევს და თბე−ბი−ან,
ო−რი - წყალ−ში ჩა−ვი−და,
ერთს კი ჩას−ძი−ნე−ბი−ა.

ო−თხი ფი−სო თა−მა−შობს,
ერთს მოს−წყურ−და წყა−ლი,
თუ−კი ერ−თი წა−ვი−და,
დარ−ჩე−ბო−და - სა−მი.

ხუ−თი ლეკ−ვი რომ ჰყეფ−და,
რა−ტომ ა−რის - ო−თხი.
ი−მი−ტომ, რომ ყე−ფის−გან
და−ი−ღა−ლა ერ−თი.
ო−რი ცხე−ნი ბა−ლახს ძოვს,
შინ წა−ვი−და ერ−თი.
ა−ბა, გა−მო−ი−ცა−ნი,
დარ−ჩა მხო−ლოდ - ერ−თი.

ჩემს სა−კუ−თარ თი−თებ−ზე
შე−ვის−წავ−ლე დათვ−ლა,
ერ−თი, ო−რი, სა−მი, ო−თხი,
მი−ვუ−მა−ტოთ ერ−თიც და
გახ−დე−ბა ხუ−თი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლიათოვს მთა-ბარს, ტყეებს ათოვს. გაიღვიძე მურა დათვო! წამოდექი, ნუ ხარ ზანტი, საგუნდაოდ გამობრძანდი!...ცივა კურდღელს, ცივაცივა კურდღელს, ცივა! მზე ვერ ათბობს მთა-ველს, თოვლის ფანტელები ხეებს თეთრად რთავენ, ცივა კურდღელს, ცივა! ...დათუნია დრუნჩადათუნიას ერგო ერთი ქილა ერბო. მიდიოდა გზაზე, ღიღინებდა ასე: - დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რა გინ...ეშმაკუნავიჭერ ციცქნა სარკითა კაშკაშელა მზის სხივებს. ზარმაცს ღია ფანჯრიდან ცხვირწინ ავუციმციმე. თვალები რომ დაჭყი...ქრის, ქრის, ქრისქრის, ქრის, ქრის ქარი სექტემბრის. ფარფატელა ჭადრის ფოთოლს მიაქანებს ძირს. ვის მოუხმობს, ვის ზარი სექტემბრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026