kids.ge logo

დალი და მანანა

ფავორიტებში დამატება
ძი−ლის წინ ციცქ−ნა მა−ნა−ნამ,
ჰკი−თხა უფ−როს დას და−ლის,
სულ−მო−უთქ−მე−ლად ტი−ტი−ნებს,
ის ფუშ−ფუ−შე−ლა ქა−ლი.

ნელ ნე−ლა რომ და−ზო−ზი−ნებს,
კუს სახლ−ში არ ეჩ−ქა−რე−ბა?
ნუ−თუ შვი−ლე−ბი ა−რა ჰყავს,
მათ−თან არ მი−ე−ხა−რე−ბა?

ზურგ−ზე რომ ად−გას ფა−რი−ა?
საბრ−ძო−ლოდ მი−დის ნე−ტავ?
მაშ ჯო−ხით რო−ცა შე−ვე−ხე,
ფარ−ში რად ჩა−ი−კე−ტა?

ვარ−დი წი−თე−ლი რად ა−რის?
მწვა−ნე−ა ბა−ლახ ხე−ცა,
რა−ი−მე და−ა−შა−ვა და
ა−სე ძა−ლი−ან შერ−ცხვა?

ვი−რი რა−ღა−ზედ ყრო−ყი−ნებს,
რად აქვს ყუ−რე−ბი გრძე−ლი?
მი−თხა−რი გო−ჭებს რას ერ−ჩის,
ის ღორ−მუ−ცე−ლა მგე−ლი?

ზღარ−ბებს ე−კა−ლი რად ჰცმი−ათ,
ა−რა აქვთ რბი−ლი სა−მო−სი?
თუ ფუ−ლი გა−მო−ე−ლი−ათ,
მივ−ცეთ პე−რან−გი თამ−რო−სი.

გუ−შინ, ზღვი−დან რომ დაბ−რუნ−და,
ზან−გი რად გახ−და გუ−ჯა?
მართ−ლა იმ მზი−სა ბრა−ლი−ა,
ა−სე რომ გა−ი−რუ−ჯა?

მთვა−რე რად და−დის ცა−ზე და
რად დას−დევს ვარსკვ−ლავთ ჯა−რი?
წვი−მის დროს ზე−მოთ ვინ სტი−რის,
და რას გვი−ამ−ბობს ქა−რი?

ღა−მით ტყე−ში რომ ბუ ჰკი−ვის,
რა მო−უ−ვი−და მი−თხარ?
მა−ნა−ნა კვლა−ვაც ტი−ტი−ნებს,
აქვს უ−ამ−რა−ვი კი−თხვა.

მი−თხა−რი ჩე−მო და−ლი−კო,
მი−წა−ში რად დევს ქვევ−რი?
და−ლი კი დას ე−უბ−ნე−ბა,-
უნ−და ის−წავ−ლო ბევ−რი,

ეხ−ლა რომ მრა−ვალ ნა−ი−რი,
შენ შე−კი−თხვე−ბი გა−წუ−ხებს,
ყვე−ლა კი−თხვაზე წიგ−ნე−ბი,
გაგ−ცე−მენ მარ−თალ პა−სუ−ხებს.

-დას დააფა−რა სა−ბა−ნი,
ნა−ნას უმ−ღე−რის და−ლი,
ცნო−ბის−მოყ−ვა−რემ მი−ლუ−ლა,
და−სა−ძი−ნებ−ლად თვა−ლი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რთველირთველი არის ჭიკაანში, გააჩაღეს მარულა, ფოთლებიდან მტევნები, გვიცქერიან მალულად. ალმურ ასდით სიმწიფით, კრე...ნატადედი, მითხარ ვერ გავიგე, ეკითხება დედას ნატა, რად არ იბანს ტუჩებს მყისვე, რძეს რომ დალევს ჩვენი კატა?...დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...ფისო და ლისიაშარშან ფისო გვაჩუქეს, პაწაწინა კატუნა, მაგიდაზე ხტუნია, ანცი, თვალებხატულა, დაკუნტრუშებს ეზოში, ეს ქვეყან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026