kids.ge logo

ჩემს მინერვას

1864; ჟურნალი ცისკარი #5

ფავორიტებში დამატება
სიბრძ−ნი−სა ღმერ−თო! მე შე−ნი სა−ხე
ყველ−გან თან მსდევ−და გუ−ლი−სა მა−ხე;
მე−ოც−ნე−ბო−და ვით ალ−ვი−სა ხე;
ელ−ვად, მნა−თო−ბად გულს დავისა−ხე.

სატრ−ფო−ო! ვარ−დი, ნა−მით დამტკ−ბა−რი,
ვნა−ხე შლი−ლობ−და, ა−მოდ მ−წყა−ზა−რი,
კრთოლ−ვი−და, მქრქალ−სა ცა−ზედ ცის−კა−რი,
ვსთქვი: არც ეს ა−რის მი−ნერ−ვას და−რი.

ვრბო−დე უ−დაბ−ნოდ, - ტევრ−თა ბურ−ვილ−თა,
დევ−ნი−ლი ა−ლით ჩემ−თა სურ−ვილ−თა,
ვის−მენ−დი გლო−ვას ბულ−ბულთ ურ−ვილ−თა
და წყა−როთ კვნე−სას, ვსე−ბად წყურ−ვილ−თა.

წარ−მო−ვიდ−გენ−დი შენ−სა მზე−ო−ბას:
მა−ღალს მაგა−ლითს, ტურ−ფას ზნე−ო−ბას;
წმი−დას სიყ−ვა−რულს, მის სიტკ−ბო−ე−ბას,
ას−პე−რე−ზო−ბას, ტრფო−ბით მხნე−ო−ბას.

შე−ნი ტრფი−ა−ლი მქმენ უძ−ლე−ვე−ლად;
კეკ−ლუცთ და−ჩაგ−რულთ პა−ტი−ვის მცვე−ლად,
სიბრძ−ნის მსა−ხუ−რად, სი−მართ−ლის მთქმე−ლად
და წმი−დის მცნე−ბის თავ შემ−წირ−ვე−ლად.

ვრბო−დი საკვ−და−ვად ბრძო−ლი−სა ვე−ლად;
გულ−სა შენ მქონ−დი და ხრმა−ლი ხე−ლად;
შე−ნი ცი−ა−ლი მზე−ებრ, დამწვე−ლად
წამს მო−მელ−ვის ცრემლთ და−საღვ−რე−ლად.

მე შე−ნი სიბრძ−ნე მიყ−ვარს და მრწმე−ნა,
ი−ნე−ბე ჩემ−ზედ შუ−ქიც მო−ფე−ნა,
ა−ხალ ა−ხალთა ნა−თელ−თა ჩე−ნა,
ლხი−ნის და ჭი−რის გულ გრი−ლად თმე−ნა;

ტურ−ფასა ვარ−დის სა−ბაღ−ნა−რო−სა,
გულ−სა ე−კალ−მან ვით−ღა მნა−რო−სა;
ან რათ ვემს−გავ−სო რხე−ულს სა−რო−სა,
ან ცრემ−ლი რად ვრთო მჩქეფრ−სა წყა−რო−სა.

მაგ−რამ ა−ქა−ცა, მი−და−მოს ა−რეს,
არ ვი−ცი, რისთ−ვის ვღვრი−დი ცრემლს მწა−რეს;
თვით ტო−ლებ−ში−აც ლხი−ნად მჯდომა−რეს
მზი−დავ−და მწვე−ლი ფიქ−რი თვის მხა−რეს...

ღმერ−თავ!. სად ა−რად შენ მაქვნ−დი მა−რად;
დი−ლად სა−და ა−რად მნა−თობ−თა და−რად
ელ−ვა−რებ ბა−რად, მთის გასაკმა−რად;
სურ−ნელ სუმ−ბუ−ლად, სატრ−ფოდ საკმა−რად...

ბრო−ლი ფი−ქა−ლობ, კეკ−ლუ−ცად ქა−ლობ,
ბულ−ბუ−ლებრ გა−ლობ, წინ−წი−ლათ ძა−ლობ,
ძვირ−ფა−სად თვა−ლობ, კრთო−ლავ, ცი−ა−ლობ,
სხი−ვით მამთვ−რა−ლობ, მწვე−ლობ მით ა−ლობ...

შენს ჯაჭვს ნუ ამხს−ნი; გრძნო−ბით ნუ დამხს−ნი;
თუ კვა−ლად მტერს დამხს−ნი; მახ−ვილს ნუ შამხს−ნი;
მჭევრთ-ქმანი წამსხ−ნი; სიბრძ−ნით ა−მიხს−ნი:
ჰაზრ−ნი გა−მიხს−ნი, მით ბნელ−სა მამხს−ნი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა ჰქნას გულმან, როს ჭმუნვა არ მოეხსნეს?რა ჰქნას გულმან, როს ჭმუნვა არ მოეხსნეს? რა ჰქნას, სევდა თუ სწყლავს მარად დაგულსა? რამც იგულოს ვარდნი როს...პირველი მაისიჩემო პირველო მაისო, გულს ვარდმან სხივი დაისო! ესდენ ელვენ მაისს დღენი, ჰგავს, ბრწყინვიდნენ ბევრნი მზენი. ...ჩემი ლოცვაღმერთო ჩემო! სვენსა ჩემსა ნუ აღელვებ ჩემდა მკვლელად; ნუ აღმიღებ დასაცემად, სრბად ნუ მსდევნი საკიცხველად; ...ლოცვა ტრფიალისაღმერთო, გეაჯ ფერნამკრთალი, გამიქრე სურვილის ალი; რადგან ამ ცეცხლს ვხედავ წმიდად, წვად არს ჩემდა ნაპერწკალ...ვარდიერთსა კუთხეს, წალკოტს, ტურფა ნერგი, კორტზედ დანერგული, ნაკადულის წინა შტონი, ერთად ბუჩქად აღმოსული, გაზაფ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026