kids.ge logo

აბა, გამოიცანი

ფავორიტებში დამატება

წუხელ კოღომ ჩემს ყურთან
რომ გაბა წული,
მართალი თუ ტყული?

ფისოს ხეზე ასვლაში
რომ არა ჰყავს ბადალი,
ტყული თუ მართალი?

ძროხამ პირი დაღო,
ჰო და, მორთო კაკანი,
ტყული თუ მართალი?

ხარი რომ გაბრაზდება,
მაშინ იცის ღმული,
მართალი თუ ტყული?

ვაშლის ხე ამოვიდა,
როს დავთესე ნათალი,
ტყული თუ მართალი?

დედა მომენატრაო,
ხბომ დაწყო ზმული,
მართალი თუ ტყული?

ძალზედ გემრილი
ბალი, მარწყვი, გარგარი,
ტყული თუ მართალი?

სისწრაფეში, იცოდეთ
კუს არა ჰყავს ბადალი,
ტყული თუ მართალი?

ზოგჯერ გამოქვაბულში
მოისმის წყლის შული,
მართალი თუ ტყული?

თევზი რომ დავიჭირე,
ხელში იწყო ფართხალი,
ტყული თუ მართალი?

ნამცხვრისათვის გვჭირდება
ხარისხიანი ფქვილი,
მართალი თუ ტყული?

ვადმყოფობისაგან
წყილი არის გამხდარი,
ტყული თუ მართალი?

მგლისთვის დალოცნი
ღმერთს, რატომღაც ყმული,
მართალი თუ ტყული?

ამბობენ, რომ ქათამი
ფრინველია ფრთამალი,
ტყული თუ მართალი?

დავალება რომ დავწერო
დამჭირდება მე ბარი,
ტყული თუ მართალი?

სანელებლებს ეკუთვნის
მიხაკ-დარიჩინ-ილი,
მართალი თუ ტყული?

საკრავებში ითვლება
დოლი, დარა და თარი,
ტყული თუ მართალი?

ჩავამწყვდიე ჭიქაში,
ბუზმა მორთო ბზული,
მართალი თუ ტყული?

ქართველს უნდა უყვარდეს
საქართველოს მთა-ბარი,
ტყული თუ მართალი?

გუშინ ბიჭი გავიცანი
და მას ერქვა ული,
მართალი თუ ტყული?

ლოდი ძლიერ რბილია,
ბამბა კიდევ მაგარი,
ტყული თუ მართალი?

გაკვეთილი იწყება
და გვეძახის ჩვენ ზარი,
ტყული თუ მართალი?

სკოლაში საჭირო
თოხი, ნაჯახი, ბარი,
ტყული თუ მართალი?

თივის შესაგროვებლად
დაგვჭირდება ფიწალი,
ტყული თუ მართალი?

ცხოველებში ჟირაფი
ყველაზეა მაღალი,
ტყული თუ მართალი?

ვერცხლის კოვზი უცებ ტყდება,
პლასტმასია მაგარი,
ტყული თუ მართალი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძროხის "ლაბადა" იცით? ერთხელ ჩვენი ძროხა გახდა ძლიერ ავადა, მეზობლები მოდიოდნენ ძროხის სანახავადა. მოიყვანეს ექიმი და გაუ...ნატვრამეც რომ ვიყო ჟირაფი, დედი, როგორ მინდა, ხილს ადვილად მოვწყვიტავ უკიბოდ იქ, ხიდან. ჩურჩხელებსაც მივწვდები,...ჭკვიანს სწავლა უნდაინგლისიდან ჩამოფრინდა ერთ დიდ ტყეში ჩხიკვი, მასპინძლად იქ ეგულება კუდბათქუნა ციყვი. ინგლისურის შესასწავლა...გიორგი და გირშელიგიორგი და გირშელი ტყუპი ძმები არიან, ერთმანეთის გარეშე ყოფნა უჭირთ ძალიან. გიო უფრო ცელქია, უფრო დინჯი - ...ზარმაცირა ჭკვიანი ფრინველია, დედიკონა თუთიყუში, უშეცდომოდ იმეორებს რასაც ჩუმად ეტყვი ყურში. გაკვეთილებს შევასწავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026