kids.ge logo

ქარიშხალას ამბები

ფავორიტებში დამატება

I. გაიცანით კლასი „ქარიშხალა“

ერთ უზარმაზარ, ხასხასა, უამრავი ცხოველით, ფრინველით, მწერითა და მცენარით სავსე ნათელ ტყეში, სხვადასხვა ჩიტის სასიამოვნო ჭიკჭიკის, ყვავილების შრიალისა და ნარნარა პეპლების ფრიალის ხმას დილაობით სკოლის ზარის ხმა არღვევდა-ბუკნაჭოტ მასწავლებელი გაკვეთილებისკენ უხმობდა ტყის პატარა ბინადრებს.

ზარის ხმის შემდეგ, საკლასო ფუღოროში ერთმანეთის მიყოლებით ძვრებოდნენ ბაჭია, დღნაჩვი, ნუკრი, მაიმუნი, კუ-კუსანა, ზღარბუნა-ზღურბლი, მელიას ორი ჟღალი ლეკვი, პატარა ენოტი და ლემური. მხოლოდ ჟირაფის პატარა ბოჟიკი იჯდა გარეთ, ჩირგვზე და ზემოდან ადევნებდა თვალყურს საგაკვეთილო პროცესს. სამწუხაროდ, საკლასო ფუღურო არ იყო იმხელა, რომ ასეთი მაღალკისრიანი მოსწავლე დაეტია.

ტყის ბინადარნი, რომლებიც ერთ კლასში სწავლობდნენ, ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ყველას თავისი ხასიათი, თვისება და მიდრეკილება ჰქონდა, მაგალითად, ციყვი ხეებზე ხტომაში იყო მაგარი, თუმცა მაიმუნს ვერ სჯობნიდა, ბაჭია სწრაფად სირბილში და ხტუნვაში, ჟირაფი სიმაღლით გამოირჩეოდა, ნუკრი სილამაზით, ზღარბუნა-ზღურბლი და კუ-კუსანა თავდაცვის განსაკუთრებული უნარით, მელაკუდა მახვილი გონებით და ა. შ. ისინი ძალიან განსხვავებულები იყვნენ და ამის გამო ხშირად ვერ უგებდნენ ერთმანეთს, ერთად თამაშიც კი უჭირდათ. ყველას თავისი სურვილითა და შეხედულებით უნდოდა ყველაფრის გაკეთება, თითოეულს მხოლოდ მისი თვისება მიაჩნდა უპირატესად. ამიტომ, ჩხუბიც ხშირად მოსდიოდათ და ბუკნაჭოტ მასწავლებელსაც ისე აკივლებდნენ, რომ მისი ხმა მეზობელ ტყეებშიც გადადიოდა. პატარა მხეცუნების სიცელქისა და აქტიურობის გამო, მათ კლასს „ქარიშხალა” შეარქვეს.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–11
ოპტიმალური ასაკი: 7–10

სხვა ზღაპრები

ქარიშხალას ამბები

ერთ უზარმაზარ, ხასხასა, უამრავი ცხოველით, ფრინველით, მწერითა და მცენარით სავსე ნათელ ტყეში, სხვადასხვა ჩიტის სასიამოვნო ჭიკჭიკის, ყვავილების შრიალისა და ნარნარა...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ყოყოჩაშვილო:


Kids.ge-ს რჩევები

ჩართეთ ყველა ოჯახის წევრი

სთხოვეთ ოჯახის თითოეულ წევრს, გამოთქვას იდეები და აირჩიეთ ისეთი ტრადიციები, რომლებიც ყველას მოსწონს.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026