kids.ge logo

ქარიშხალას ამბები

ფავორიტებში დამატება

II. ლტოლვილი „ბოჟიკი“

ერთ დღეს, ნათელი ტყის სკოლაში ახალი მოსწავლე მიიღეს, უღრანი ტყიდან გადმოსული- ირმის პატარა ბიჟინა. ის დევნილი იყო საკუთარი ტყიდან, სადაც  მეზობელი სტეპებიდან გაბოროტებული და გაავებული დათვები შემოჭრილან და  აუოხრებიათ ადგილობრივების სოროები თუ ბუნაგები. უღრანი ტყის ბინადარნი იძულებულნი გამხდარან სხვადასხვა ტყეებში გაქცეულიყვნენ თავის საშველად და თავშესაფრის საძიებლად.

ირმის ოჯახი ნათელ ტყეში გადმობარგებულა საცხოვრებლად და პატარა ბიჟინა ახალ სკოლაში მიუყვანიათ.

ბუკნაჭოტ მასწავლებელმა დიდი სიყვარულით მიიღო ახალი მოსწავლე, კლასს წარუდგინა, გააცნო და სთხოვა მათთან ემეგობრათ, რადგან მხოლოდ მეგობრობას და თანადგომას შეეძლო დაევიწყებინა პატარა დევნილისთვის მის მიერ გადატანილი შიში და უბედურება. კლასში ყველამ  განიცადა  მეზობელ ტყეში დატრიალებული ამბავი, გულში ჩაიკრეს ახალი კლასელი, სულ მის გვერდით იყვნენ, სახლში აცილებდნენ, გაკვეთილების შესრულებაში ეხმარებოდნენ, ეთამაშებოდნენ, მის საყვარელ  ყლორტებსა და ბალახ-ბულახსაც ეზიდებოდნენ პირის ჩასაგემრიელებლად. მალე ყველანი ერთ დიდ ოჯახად გადაიქცნენ.

შემოდგომის ბოლოს, ტყეში კურდღლების სირბილის მარათონი იმართებოდა ხოლმე. ჩვენი „ქარიშხალას” ბაჭია მთელი წელი ემზადებოდა ამისთვის. დადგა ნანატრი დღეც. ბიჟინამ მოიკითხვა ბაჭია, რომელიც სკოლაში არ იყო და ავად ეგონა. ის კი ემზადებოდა და ბოლო ვარჯიშებს გადიოდა შეჯიბრებაზე გასასვლელად.

ბიჟინა ძალიან გაოცდა იმით, რომ თანაკლასელები არ  მიდიოდნენ მეგობრის გასამხნევებლად და საგულშემატკივროდ. 

- მეგობრებო, ბაჭია ყოველთვის ძალიან კეთილია ჩემ მიმართ და აუცილებლად წავალ მის საგულშემატკივროდ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონიც გახდება. ვინ წამოვა ჩემთან ერთად?

მთელი კლასი გაისუსა. ისინი ხომ არასდროს დადიოდნენ ერთმანეთის ღონისძიებებზე, არც ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ, ჩხუბით და აყალმაყალით კი, იცოცხლე, გაგიხარია!

- არავინ მოდის? კარგი, მარტო  წავალ! -წამოიძახა იმედგაცრუებულმა ბიჟინამ და ფუღუროდან გადასვლა დააპირა.

- არა, მოიცა, შენ ხომ გზა არ იცი, შეიძლება დაიკარგო კიდეც- წამოიძახა ზღარბუნა-ზღურბლმა, მე გამოგყვები.

- მეც წამოვალ, ერთხელ ჩემმა წინაპარმა გაიმარჯვა ამ შეჯიბრებაზე- გამხიარულდა პატარა კუ-კუსანა.

- მეც წამოვალ!- თვალები გაუნათდა ენოტს.

- მე ვერ მოვახერხებ მეგობრებო, ყურები ჩამოყარა დღნაჩვმა, დღეს ციყვების ოჯახს მთელი ზაფხულის განმავლობაში მოგროვებული თხილის ფუღუროებში ჩალაგების დღე გვაქვს, ალბათ გვიან მოვრჩები.

- ნუ სწუხხარ მეგობარო, აქედან ყველანი შენთან წამოვალთ, მოგეხმარებით, სარჩოს დაგაბინავებინებთ, შემდეგ კი ერთად წავალთ ბაჭიას საგულშემატკივროდ!- წამოიძახა შთაგონებულმა ბოჟიკმა, რომელიც როგორც ყოველთვის, გარედან ადევნებდა თვალს მეგობრებს.

- რა კარგი აზრია ბოჟიკ, რა კარგი ბავშვები ხართ, როგორ მიხარია, რომ თქვენთან მოვხვდი და ჩემი მეგობრები ხართ!-  სიხარულისგან ლოყები აუწითლდა ბიჟინას.

ბოლოს ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და საქმიანად გასწიეს დაგეგმილის შესასრულებლად. ჯერ ციყვების ოჯახს თხილი ააზიდინეს და ფუღუროებში გადაანაწილებინეს, შემდეგ კი დღნაჩვთან ერთად მარათონისკენ გაემართნენ.

ბაჭია სიხარულით ცას ეწია, როდესაც თანაკლასელები დაინახა. მთელი „ქარიშხალა” იქ იყო და მას ამხნევებდა. სწორედ ამიტომაც თავი არ დაზოგა შეჯიბრზე და გამარჯვება არავის დაუთმო. ჩემპიონის თასმა საპატიო ადგილი დაიკავა „ქარიშხალას” საკლასო ფუღოროში.

კლასი ძალიან დამეგობრდა, წარსულს ჩაბარდა მათი ჩხუბები და დაბეზღებები, ერთმუშტად შეკრულნი იყვნენ, მეგობრობდნენ, თუმცა ზოგჯერ მაინც „ქარიშხალობდნენ”, რაც სრულიად ბუნებრივი მოვლენაა პატარა მხეცუნებისთვის.

გაზაფხულზე, ბიჟინამ შეატყობინა მეგობრებს, რომ მისი ოჯახი უღრან ტყეში ბრუნდებოდა. გაბოროტებული დათვები სამუდამოდ გაეძევებინათ ტყის გმირ ცხოველებს და დანგრეული ბუნაგებიც აღედგინათ. მან მადლობა გადაუხადა სკოლას, ბუკნაჭოტ მასწავლებელს და ერთგულ მეგობრებს რთულ პერიოდში გვერდით დგომისთვის, შემდეგ კი მშობლიურ ტყესა და სკოლას დაუბრუნდა.

 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ჩამოაყალიბეთ ძლიერი კავშირი

ბავშვის აღზრდა რთული, მაგრამ სასიამოვნო გამოცდილებაა. ასე რომ, გაატარეთ მათთან სასიამოვნო და სახალისო მომენტები. მარტივი საქმეების ერთად გაკეთება ჩამოგიყალიბებთ ნდობას და ძლიერ კავშირს თქვენს შვილთან. გარდა მშობელისა, თქვენ უნდა იყოთ მისი მეგობარი, ადამიანი, ვისაც უყოყმანოდ დაეყრდნობა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024