kids.ge logo

ქარიშხალას ამბები

ფავორიტებში დამატება

III. რას ნიშნავს იყო მეგობარი?

ნათელ ტყეში დიდხანს სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდა, სანამ ერთ დღესაც ,,ქარიშხალას“ კლასში შორეული  ტყიდან ახალი მოსწავლეები არ გადმოვიდნენ. ესენი იყვნენ ზარმაცუნა-ზარმაცა და ბუზღუნია-პანდა. ისინი მეგობრები იყვნენ, ამიტომ როცა პანდამ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა განიზრახა, ზარმაცუნა-ზარმაცამაც გადაწყვიტა მასთან ერთად წამოსულიყო.

პატარა ქარიშხლები გაზრდასთან ერთად საკმაოდ დაიხვეწნენ, ერთმანეთის პატივისცემა და მეგობრობა ისწავლეს, თუმცა ახალი კლასელები მათთვის ძალიან უცხოები და განსხვავებულები იყვნენ,  ამიტომ გაუჭირდათ მათი მიღება და საერთო ენის გამონახვა.

სულ მალე ბაჭიას დაბადების დღე მოდიოდა. მან ყველა დაპატიჯა ახალი მოსწავლეების გარდა.მთელ ტყეს ესმოდა მათი მხიარული სიმღერები და კისკისი, პანდა და ზარმაცა კი ტბის პირას მოწყენილები ისხდნენ და სამშობლოდან ჩამოტანილ ბამბუკს ცოხნიდნენ. 

- ბაჭიას ალბათ სტაფილოს ტორტი ექნება ხო?- არ მიყვარს სტაფილო- ამოიბურდღუნა პანდამ.

- ალბათ. - მოკლედ უპასუხა ზარმაცამ.

- როგორ ფიქრობ, ჩვენ რატომ არ დაგვპატიჟეს?

ამჯერად ზარმაცამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

- სამაგიეროდ, ჩვენ ერთმანეთი გვყავს.

პანდა ძალიან მსუნაგი და ცოტა არ იყოს, დაუფიქრებელიც იყო. ზარმაცა რამდენიმე სიტყვის თქმამ ისე გადაღალა, რომ იქვე, ხეზე აძვრა გამოსაძინებლად და ძალების აღსადგენად. პანდამ კი ბაჭიას სახლისკენ გასწია. მან გადაწყვიტა აუცილებლად ენახა როგორი ტორტი ჰქონდათ დღესასწაულზე, ბუშტები და ფერადი ლენტები თუ ეკიდა ირგვლივ. ისეთი ნაწყენი იყო! ისე აწუხებდა ახალი კლასელების ასეთი სიცივე, უზარმაზარი სუფრა გაეშალათ კაკლის ძირში. ყველანი იქ იყვნენ, როდესაც პანტა შებოდიალდა. მას სტაფილოების კონა ეჭირა ხელში, რომელიც გზად, ბაღჩიდან წამოაყოლა და თაიგულად შეკრა.

- დაბადების დღეს გილოცავ ბაჭია!- სხაპასხუპით მიაყარა დაუპატიჯებელმა სტუმარმა და იუბილარისკენ, უფრო სწორად კი მის წინ დადებულ ნახევრად შეჭმული ნარინჯისფერი ტორტისკენ გააპარა თვალი მორცხვად.

პირველად მელაკუდას გაეცინა, მას მასპინძელი აჰყვა, შემდეგ კი ვირუსივით მოედო პატარა მხეცუნებს.

- ეს ვინ დაპატიჟა?

- ალბათ საჭმლის სუნს გამოჰყვა, ეტყობა რომ მაგრად ევასება კიშკები.

- შენ კიდე ჭამა გინდა ფუმფულა?

- შენ ალაგებაში დაგვეხმარე, პატარა განძრევა მოგიხდება.

- ის რა უყავი, შენი, , ჩქარი“ ძმაკაცი?

- ოოჰ, ის რომ აქ მოვა, ვირი ხეზე ავა. - ამ ბოლო ფრაზის ავტორი კუ-კუსანა იყო, რომელიც სისწრაფით ნამდვილად ვერ გამოირჩეოდა.

ბარდღუნია პანდას გაოცებისგან ჯერ სახე შეეცვალა, შემდეგ სტაფილოს თაიგული გაუვარდა ხელიდან, შემდეგ კი სასწრაფოდ დატოვა იქაურობა, რათა მისი ცრემლები არ შეემჩნიათ.

რა დაემართათ, თავადაც ვერ ხვდებოდნენ. ცალ-ცალკე ყველანი კეთილები და გულისხმიერები იყვნენ, ერთად კი დაუნდობელ ბანდად გაადაქცეულიყვნენ, რომელიც სრულიად უდანაშაულო და უწყინარ, ჯერ კიდევ უცხო თანატოლს გულს ტკენდა და ანადგურებდა.

პირველი ისევ იუბილარი მოვიდა გონს. მის დაბადების დღეზე მოსული სტუმარი ასეთი გულნატკენი არ უნდა წასულიყო. 

- მეგობრებო, ძალიან ცუდად მოვიქეცით! რა გვჭირს, ის ხომ ჩვენი კლასელი და მეგობარია! ასე როგორ ვატკინეთ გული.

- მართალი ხარ ბაჭია, დაეთანხმა დღნაჩვი. ძალიან ცუდად მოვიქეცით.

- უნდა გამოვასწოროთ!- თავი წამოჰყო ბოჯიკმა.

- წავიდეთ, ბოდიში მოვუხადოთ!- წამოდგა ზღარბუნა ზღურბლი.

მოკლე, გონსმოსული მეგობრები ერთად გაემართნენ პანდასკენ. ის ტბის ნაპირას მარტო დამჯდარი იპოვეს. მივიდნენ, მოეხვივნენ და ბოდიში მოუხადეს.

ამასობაში ზარმაცასაც გაეღვიძა, სიტუაციასი გაერკვა და ყველა ერთად დაბრუნდნენ ბაჭიას დაბადების დღის აღსანიშნავად. სტაფილოს ტორტის ყველზე დიდი ნაჭერი პანდას შეხვდა. ზარმაცამ კი ბოდიში მოიხადა და იქვე მინდორში მიწვა ძილის გასაგრძელებლად.

მეგობრები არ ჩაგრავენ ერთმანეთს, არ ტკენენ გულს შეურაცხმყოფელი სიტყვებით და არავის არ გამოარჩევენ.

 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ციფრული ეტიკეტი

აუხსენით ბავშვს ონლაინ კომუნიკაციის წესები, როგორიცაა თავაზიანობა და პატივისცემა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025