kids.ge logo

ქარი არხევდა იტალურ შობის ხეს ტრიპოლისში

ფავორიტებში დამატება
მო−დის ა−ხა−ლი წე−ლი,
თოვ−ლით მო−სი−ლი ღა−მე,
მი−წას ე−დე−ბა ცე−ლი -
ფან−ტას−ტი−უ−რი რა−მე...

ღა−მით ფერ−დო−ბებს ფიქ−რის
ეს−ხა ღვა−რი და თქე−ში,
აწ პრო−პე−ლე−რი მიჰქ−რის
და დუ−მი−ლი−ა ტყე−ში.

ა−მო−ზი−დუ−ლო დი−ლა,
მკრთა−ლო დღი−უ−რო მთვა−რე!
ლურ−ჯად ელ−ვა−რებს სი−ლა,
გა−ყი−ნუ−ლი−ა მხა−რე.

მე მეზ−მა−ნე−ბა პალ−მა,
შო−ბის ხე−ებ−ში რგუ−ლი,
ერთ−მა ბო−როტ−მა რკალ−მა
მას−ზე დაჰ−კი−და გუ−ლი.

ი−გი ხე ა−რის თალ−ხის
მწა−რე მი−რო−ნის ცხე−ბა,
მშვი−დო−ბი−ა−ნი ხალ−ხის
მას−ზე ჰკი−დი−ა წყე−ბა.

გა−წყდა მრა−ვა−ლი ტო−მი,
გუ−ლი რკი−ნის და თუ−ჯის,
მო−დის მსოფ−ლი−ო ო−მი
და კა−ნო−ნა−და ქუ−ჩის.

მო−დის მედ−გა−რი გრდემ−ლი
ცე−ცხლით, ტყვი−ით და რღვე−ვით.
ვის არ უგრძვ−ნი−ა ცრემ−ლი
შო−ბის ხე−ე−ბის რხე−ვით?

მი−წა მო−იც−ვა ალ−მა,
თოვ−ლიც მო−ვი−და თეთ−რი.
ფან−ტას−ტი−უ−რი პალ−მა
დგას შემ−კო−ბი−ლი ცხედ−რით.

სუ−ლი ო−მე−ბით ბო−დავს,
სუ−ლი სავ−სე−ა სისხ−ლით,
კაც−თა თვი−თე−ულ ცოდ−ვას
ითვ−ლის თვი−თე−ულ მისხ−ლით.

რა სა−ჭი−რო−ა თალ−ხი,
თუ უ−გუ−ლოდ და ძა−ლად
მშვი−დო−ბი−ა−ნი ხალ−ხი
და−ემს−გავ−სე−ბა ჯა−ლათს?

ვი−საც უ−ნა−ხავს ნის−ლი
და არ ჰქო−ნი−ა სახ−ლი,
მას გუ−ლიდან სჩქეფს სისხ−ლი
და სისხლს უ−ლო−კავს ძაღ−ლი.

გა−ფით−რე−ბუ−ლო დი−ლა,
გა−ფით−რე−ბუ−ლო მთე−ბო,
ცას გა−დას−ცილ−და ლი−ლა
და ნის−ლიანი თე−ბო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაინც დავიმსახურემთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება, ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება. გავაცურეთ სადღაც ნავი სა...დროაზიის დაშლილი თმის შავი გიშერის მსუბუქი ტალღები და ლურჯა ცხენები! შენ მხოლოდ მარადი სიმაღლე გიშველის, . რ...არა ერთი ორიარა ერთი და ორი, არა ორი და სამი, მახსოვს ვარსკვლავი შორი და განათების წამი. შენ, გალაკტიონ, იცი რა დაუდე...შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებითშემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით? ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა, არა...მოდის ჭალების სული მცურავიშენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026