kids.ge logo

ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

ფავორიტებში დამატება
ზე−ი−მი−ა უღ−რან ტყე−ში,
ცეკ−ვა−ვენ და მღე−რი−ან -
შე−იკ−რიბ−ნენ ცხო−ვე−ლე−ბი,
თოვ−ლის პა−პას ე−ლი−ან.

ნაძ−ვი მორ−თეს, ა−თას−ფე−რად
ციმ−ცი−მებს და ა−ნა−თებს.
ნაძ−ვის ძირ−ში ა−ლა−გე−ბენ
სა−ა−ხალწ−ლო ბა−რა−თებს.

უ−ხა−რი−ათ ხე−ზე ჩი−ტებს,
სო−რო−ში კი თა−გუ−ნებს:
- მა−ლე მო−ვა თოვ−ლის პა−პა
და ჩვენც რა−მეს გვარ−გუ−ნებს.

სწო−რედ მა−შინ, ტყის სა−ათ−მა
თორ−მეტ−ჯერ რომ ჩა−მოჰკ−რა,
ა−ტყდა ერ−თი ჟრი−ა−მუ−ლი,
რა გგო−ნი−ათ, რა მოხ−და?

რი−სი სან−ტა, რა კლა−უ−სი,
წა−მო−ვი−და თოვ−ლი და
თეთ−რი წვე−რით, შა−ვი ნაბ−დით
თოვ−ლის პა−პა მო−ვი−და.

მის გარ−შე−მო შე−იკ−რი−ბა
ყვე−ლა, ტყე−ში ვინც ა−რის.
ვის რა ერ−გო სა−ჩუ−ქა−რი,
ა−ბა, გა−მო−ი−ცა−ნით!

და−თუ−ნი−ას - გა−ნა თაფ−ლი?
მის−ცა ჭრე−ლი ბა−ლი−ში.
მა−ინც სძი−ნავს მთელ ზამ−თარს და
თა−თის ლოკ−ვას არ იშ−ლის.

მგელს ა−ჩუ−ქა რა−დი−ო−ლა,
- და−მი−ფა−სებ ა−მაგ−სო,
ღამ−ღა−მო−ბით რომ ყმუ−ი−ხარ,
მო−უს−მი−ნე ა−მა−სო.

ჩა−მო−აც−ვა გრძელ ყუ−რებ−ზე
კურ−დღელს დი−დი სათ−ვა−ლე
- ბა−ჭი−ე−ბი არ და−კარ−გო,
გა−ი−კე−თე, დათ−ვა−ლე!

კა−ლათ−ბურ−თის სა−თა−მა−შოდ
ჟი−რაფს ერ−გო ბურ−თი და
ზღარბს - ძა−ფე−ბი ა−თას−ფე−რი,
ჯა−დოს−ნუ−რი ყუ−თი−დან.

წიგ−ნი მის−ცა ზღაპ−რე−ბი−სა
მელაკუდა-მელიას
- წა−ი−კი−თხე ა−რა−კე−ბი,
შენ თუ გა−მო−გე−ლი−ა.

ლომს ა−ჩუ−ქა მაკ−რა−ტე−ლი,
- არ გა−მი−წყრე ა−მა−ზე,
მე−ფე ხარ და დაგ−ჭირ−დე−ბა,
ფა−ფარს გაილა−მა−ზებ.

სარ−კე მის−ცა მა−ი−მუნს და
ტუ−რას - დი−დი საყ−ვი−რი,
სა−ვარ−ცხე−ლი - ო−ფოფს, ზებ−რას _
ზო−ლი−ა−ნი აღ−ვი−რი.

სპი−ლოს აძ−ლევს კბი−ლის ჯაგ−რისს
- და−ი−ხე−ხე ეშ−ვე−ბი!
ჩი−ტებს - ლა−მაზ პა−რა−შუ−ტებს
- ძირს ა−მით დაეშ−ვე−ბით!

სა−ჩუ−ქა−რი ჭრელ ხურ−ჯინ−ში
ყვე−ლასათვის აღ−მოჩნ−და.
მე−რე ი−სევ ჩა−ყო ხე−ლი,
მგო−ნი, რა−ღაც გა−მორ−ჩა...

ჰო, ა−ხალ წელს, გა−გო−ნი−ლა,
ტკბი−ლე−უ−ლი არ ი−ყოს?
რა თქმა უნ−და, კან−ფე−ტე−ბიც
უნ−და ჩა−მო−ა−რი−გოს.

მთე−ლი ღა−მე ლხი−ნი ჰქონ−დათ
უღ−რანი ტყის ბი−ნა−დართ...
მაგ−რამ დი−ლით, თოვ−ლის პა−პა
ი−სევ გა−უ−ჩი−ნარ−და...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვეფხვივუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები. ჩემი თათების კვალი ატყვია მიწას, როდესაც...მელიაყველა ამბობს - ტყუილში ვერვინ ჯობნის მელიას... თქვენი მოგონილია, რაც კი ჩემზე გსმენიათ. თუკი რამეს დაკარგ...ციყვიაღარ სწავლობს ციყვი თავის გაკვეთილებს, თხილის დანახვაზე აკაწკაწებს კბილებს. წიგნს არ იღებს ხელში, კითხვა ...გაზაფხულიგაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს ენძელებმა. დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ ზამთარს წასვლა ეძნელება. მზე იც...ბაყაყურიგზის ნაპირას იხვებს ორმო ნაჟური წყლით აუვსიათ, იძახიან - აქეთ მოდით, საცურაო აუზია. რა სჯობია წყალში ცურვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026