kids.ge logo

ტელეფონი

ფავორიტებში დამატება
გა−იღ−ვი−ძებს თუ ა−რა,
პა−წა−წი−ნა ე−კა
მი−უჯ−დე−ბა ტე−ლე−ფონს
და მთე−ლი დღე რე−კავს.

- ა−ლო! თი−ნა, შე−ნა ხარ?
რო−გო−რა ხარ, რო−გორ?
რა−ტომ ა−ღარ მირე−კავ,
და−მი−ვი−წყე, გო−გო?

რო−გო−რა გყავს თო−ჯი−ნა?
მი−თხრეს, სი−ცხე ჰქო−ნი−ა.
და−ბა−ნი−ლის გაყ−ვა−ნა
გა−რეთ გა−მი−გო−ნი−ა?

თბი−ლად გყავ−დეს ლო−გინ−ში,
სა−ფე−ნე−ბი და−ა−დე.
ჩა−იც ას−ვი ლი−მო−ნით...
ა−ბა, კარ−გად! ხვა−ლამ−დე!

- ა−ლო! ლი−ა, ე−კა ვარ.
გუ−შინ ცირკ−ში რა ვნა−ხე -
კლო−უ−ნებ−მა ბურ−თისთ−ვის
ერთ−მა−ნე−თი გა−ლა−ხეს.

მართ−ლა, ჩვენ−მა ფი−სუ−ნამ
დი−ლით, ი−ცი, რა მი−ყო?
დე−დამ რძე რომ და−მიდ−გა,
თა−თი ჯამ−ში ჩამი−ყო.

გო−გო, თა−ვის სა−უზ−მე
სა−წყალს, ალ−ბათ, არ ე−ყო...
ახ−ლა გემშ−ვი−დო−ბე−ბი,
სხვა−გან უნ−და დავ−რე−კო.

- ა−ლო, ა−ლო! ნი−ნი−კო,
მო−მე−ნატ−რე ძალი−ან.
შენ რაც ბაღ−ში და−დი−ხარ,
ჩემთ−ვის ა−ღარ გცალი−ა.

მა−ლე ბაღ−ში მეც ვივ−ლი,
სა−მის ვხდე−ბი, ხომ ი−ცი.
მაგ−რამ, რომ არ მეცა−ლოს
შენთ−ვის მა−ინც მო−ვიც−ლი.

თუმ−ცა, ხში−რად და−რეკ−ვა
მა−შინ გა−მი−ჭირ−დე−ბა.
უნ−და ვუ−თხრა მა−მი−კოს,
მო−ბი−ლუ−რი მჭირ−დე−ბა...

სა−ღა−მომ−დე გა−ის−მის:
- ა−ლო, ა−ლოოო! ეს მე ვარ!
მა−ლე ე−კას სა−ხე−ლად
ე−კაფონი ერქ−მე−ვა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისო-დიასახლისიმზე როდესაც ამოვა, ფისო დადგამს სამოვარს. მერე ქადებს დააცხობს და მაგიდას გააწყობს. დაუძახებს კატუნებს, კ...ბუდღისით წიგნებს კითხულობს, არ შორდება ფუღუროს. ღამით გარეთ დაფრინავს, ვარსკვლავებს რომ უყუროს. რჩევას ვინც...სახლიჩიტს ბუდე აქვს, დათვს – ბუნაგი, ციყვს – ფუღურო, თაგვს კი სორო. ყველა თავის ბინას აგებს, ყველა...მზე, მთვარე და ღრუბელიმზემ გადასძახა მთვარესა: - ვანათებ არემარესა, შენ რის მაქნისი მყავხარო, მთელი დღე უქმად დგახარო! წარბი შე...საზიარო ნაკვეთიციყვი ციკო, თაგვი თენგო და კურდღელი ამბაკო, შეიკრიბნენ მუხის ძირას, რომ მოილაპარაკონ. საზიაროდ შეიძინეს თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026