kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

კენ−გუ−რუმ თა−ვის შვი−ლე−ბი სწრა−ფად ჩა−ის−ვა ჩან−თა−ში,
და−სას−ვე−ნებ−ლად წა−იყ−ვანს, ზღვა−ზე, სო−ფელ−ში ან მთა−ში.
-ი−სიც ე−ყო−ფათ ზამ−თარ−ში ჩან−თა−ში რომ ისხ−დე−ბი−ან,
სად−მე კუ−რორტ−ზე წა−ვიყ−ვან ზამთ−რამ−დე გა−კაჟ−დე−ბი−ან.
კო−და−ლამ უ−თხრა კენ−გუ−რუს: - კვა−ლი გა−ტყვი−ა გარ−ჯი−სო,
ფე−ხით გა−უშ−ვი ბავშ−ვე−ბი ცო−ტა−თი გა−ი−ვარ−ჯი−შონ.
რას დაგ−ყავს ჩან−თით, შე−ხე−დე ჩემს მშრო−მელ, ჭკვი−ან ბი−ჭებ−სო,
ა−გერ უმც−რო−სი ბარ−ტყიც კი ერ−თად ცხრა ჭი−ას ი−ჭერ−სო.
ე−წყი−ნა დე−და კენ−გუ−რუს, კო−და−ლას უ−თხრა ბრა−ზი−თო:
-შე−ნი ბარ−ტყე−ბი ჯო−ბი−ა ჩემს შვი−ლებს შე−ნი აზ−რი−თო?
არ ი−ცი რა სა−ში−ში−ა, ბავშ−ვი რომ დე−დას ცილ−დე−ბა,
მი−წა−ზე დავს−ვა და მე−რე ფე−ხე−ბი გა−უ−ცივ−დე−ბათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სწრაფი ბაჭია ბედურაერთი თეთრი ბაჭია ბაღიდან გამოიქცა, აბა, ეს რა წესია, მგონი ცუდად მოიქცა. დაედევნა დარაჯი, მიჰყვნენ მასწავ...* * *ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა. ვაზა არა, ლარნაკი, გატეხა და ჩახტა. ცოტა წაეთამაშა, შემოატყდა მგონი, სასდილო...ჭიანჭველაამ პატარა ჭიანჭველას, ეს რამხელა ტვირთი მიაქვს, ბაყბაყ-დევი უნდა ერქვას და პატარა მწერი ქვია. არც მკბენს,...* * *მოიწყინა თოჯინამ, იქნებ კაბა არ მოწონს? ქამარი ხომ არ უჭერს? აბა გადავამოწმო... გუშინ შევუკერე და ლამაზია...წერილი ლაპლანდიიდან ბებიასბებო წერილს გწერ შორიდან, იქ სადაც დიდი თოვლია, აქ არც პალმები შრიალებს და არ დაფრინავს თოლია. თეთრია მთე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026