kids.ge logo

ქუმელა

ფავორიტებში დამატება

ბა−ჭოს დე−და კურ−დღელ−მა
მო−უმ−ზა−და ქუ−მე−ლა.
ცე−ცხლი მის−ცა ღუ−მელ−მა,
წყა−ლი მის−ცა ღრუ−ბელ−მა.
ბაჭო-ბიჭის ნათ−ლი−ამ
ფქვი−ლი მხა−რით ათ−რი−ა
ტყე-ტყე,
კორომ-კორომ
და ა−უვ−სო სო−რო.
დე−დას ჰყავ−და და−ქა−ლი,
მის−ცა ცო−ტა შა−ქა−რი.
კა−რა−ქი და ერ−ბო
უ−წი−ლა−და ბე−ბომ.
მე−ზო−ბე−ლიც ჰყავ−დათ _
ში−ნა−ბე−რა ციყ−ვი,
მან მა−რი−ლი არ−გო,
ო−რი−ო−დე მწიკ−ვი.
და−ხა−ლუ−ლი თხი−ლი,
კა−კა−ლი და ნუ−ში
ბი−ცო−ლამ და ბი−ძამ
მო−უ−კი−თხეს გუ−შინ.
ა−თუხ−თუხ−და ქუ−მე−ლა,
ტყე ა−ავ−სო სურ−ნელ−მა.
დე−დამ ფა−ფა თა−ნაბ−რად
უ−წი−ლა−და სუყ−ვე−ლას:
ე−სო - მე−სო - მე−ზო - ბელ−სო,
ე−სო -მა−სო მე−გო - ბარ−სო,
ე−სეც -ბაჭო-ბიჭსაო,
ღმერ−თი გა−მიზრ−დი−სა−ო!
ე−სო - ჩიტ−სო,
ე−სო - თაგვ−სო,
ერ−თი ლუკ−მაც - ბე−ჩავ თავ−სო,
თა−ვად ქვა−ბის ძი−რი ლო−კა,
ა−მო−ივ−სო ცა−ლი ლო−ყა.
- მე?
- შენც გარ−გეს წი−ლი,
ა−ბა, გახ−სენ პი−რი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დარისა და ავდრისარაც არის, არის, მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი! რაც არის, არის, დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც! რაც არის არის, ...სკოლაშიყოველ დილით სკოლისაკენ მივდივარ და მიხარია - ჩემი მასწავლებელი და მეგობრები - იქ არიან! ერთად ვსწავლობთ წ...რვაფეხაერთ რვაფეხა დედას გაუცივდა შვილი. ყველას ასე მოუვა, ვინც უწინდოდ ივლის! დედას გული გაუსკდა, მოიტანა წამალ...ქარ-წვიმაშიღამეა და ზუის ქარი, კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი, საბუდარში, დედის ფრთებქვეშ, ფშვინავს ორი ბატის ჭუკი. ერთი...ექიმიკორდზე დახტის ბაჭია, სულ თეთრები აცვია, ექიმია, იცით ალბათ, აქვს ნემსები, ბინტი, ბამბა, იოდი და წამლის აბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026