kids.ge logo

ნეტავ მართალი თუა?

ფავორიტებში დამატება

მე−ლა−ნოს დე−ვუ−კე−ლე−ბი
უკ−ვე სკო−ლა−ში შე−სუ−ლან!
გუ−შინ რომ ფა−ფას ლო−კავ−და,
ის დე−ვიც შვი−დის შეს−რულ−და.
- სკო−ლა−ში რას ას−წავ−ლი−ან?
- დევთ ანა-ბანას, ალ−ბათ.
- კი−დევ? - ზღაპ−რებს და ა−რა−კებს
და დევგ−მი−რე−ბის ამ−ბავს.
მუ−სი−კა−საც რომ სწავ−ლო−ბენ?!
ვი−ო−ლი−ნო აქვთ ერ−თი,
ცხრა−ვე დევს სმე−ნა ჰქო−ნი−ა,
არ გას−წყრო−მი−ათ ღმერ−თი.
ჰო−და, გა−მებს რომ უკ−რა−ვენ,
თურ−მე ზან−ზა−რებს ხე−ვი,
თე−ლას−გან გა−მო−უთ−ლი−ათ
ი−მა−თი სარ−გო ხე−მი.
ა−სი უ−ლა−ყის კუ−დი−სა
ზედ−ვე გა−უ−ბამთ ძუ−ა,
კონ−ცერტ−ზე მი−ვუწ−ვე−ვი−ვართ,
ნე−ტავ მარ−ტა−ლი თუ−ა?
მე−ლა−ნოს სი−ხა−რუ−ლის−გან
გუ−ლი გა−უსკ−დეს ლა−მის,
ცხრა ფრა−კი ჩა−აგ−ვი−რის−ტა,
არ უ−ძი−ნი−ა ღა−მით.
ცხრა−ვეს და−აჭ−რა ფრ−ჩხი−ლე−ბი,
ცხრა−ვეს და−ბა−ნა პი−რი,
საგზ−ლად ჩა−უ−დო თი−თო დევს
ას-ა−სი კვე−რი ტკბი−ლი.
ბო−ლოს თა−ვა−დაც მო−იგ−დო
მხრებ−ზე ნამ−ზით−ვი ფარ−ჩა
და წაბ−რა−გუნდ−ნენ კონ−ცერტ−ზე,
ხე−მი კი....სახლში დარ−ჩათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უთხრა ინამ ლოკოკინას-მთელი ზამთარი რომ გძინავს, ძილისგუდა ლოკოკინავ, გაზაფხულდა, გაიღვიძე, დათბა, არც თოვს, აღარც ყინავს. ამო...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...დედასდედა, დედილო, დედუკავ, მზეზე თბილო და ტკბილო, შენს გულს რომ გაუხარდება, ისეთ შვილობას ვცდილობ. ყოველი დღი...ძილისპირულიროცა გინდა, დაიძინო, თუ კი კარი გადარაზე, სანამ თვალებს დახუჭავდე, არ შესკუპდე ქანდარაზე! არც თავლაში შეხ...რვაფეხაერთ რვაფეხა დედას გაუცივდა შვილი. ყველას ასე მოუვა, ვინც უწინდოდ ივლის! დედას გული გაუსკდა, მოიტანა წამალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026