kids.ge logo

მარიამ წიკლაური

მარიამ წიკლაური

ფავორიტებში დამატება

მარიამ წიკლაური - პოეტი, საბავშვო ავტორი, მთარგმნელი, დაიბადა 1960 წლის 18 მარტს, თბილისში. მისი სალიტერატურო ბიოგრაფია ითვლის 25 წელზე მეტს.

ის 30-ზე მეტი ნაბეჭდი და 12 ელექტრონული  წიგნის ავტორია. არაერთხელ აქვს მიღებული პრემია „წლის საუკეთესო წიგნის“ ნომინაციაში. არის ერთ-ერთი დამფუძნებელი „საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის“, რომელიც 2011 წელს გახდა ალმას ნომინანტი საქართველოდან ორგანიზაციების ნომინაციებში. მარიამ წიკლაურის ინიციატივით 2006 წელს  დაარსდა „ქართული საბავშვო წიგნის დღე -27 ოქტომბერი“  და ის იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს დაუკავშირდა. 

არის პრესტიჟული ლიტერატურული პრემიების  ლაურეატი. მარიამ წიკლაური, როგორც საბავშვო ავტორი, 2010 წელს დაჯილდოვდა მაყვალა მრევლიშვილის სახელობის მედლითა და პრემით, “ქართულ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. მიღებული აქვს  პრემია „გალა“ -2011 წელს კრებულისთვის „თეთრი ხბორები“ „წლის წიგნის ნომინაციაში, პრემია „საგურამო“-2013, პოეზიის ნომინაციაში ,  „იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია” – 2017 კრებულისთვის „მხიარული რეცეპტები“  და 2019 წლებში მუსიკალურ-შემეცნებითი პროექტისათვის „კლუბიდო“,   არის  “საბა-2017“  და „ლიტერა-2018“  ფინალისტი პოეზიის ნომინციებში. არის  არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, საერთაშორისო ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტების და ფესტივალების მონაწილე, საავტორო ტელე და რადიო გადაცემების წამყვანი და სცენარისტი. 2012 წელს მინიჭებული აქვს „ქართული სულის“ -ფესტივალის მედალი. მისი პოეზია თარგმნილი 15 ენაზე და გამოცემულია რამდენიმე ქვეყანაში: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, შვედეთი, რუსეთი, უკრაინა.  მისი პოეტური  ნიმუშები შეტანილია   არაერთ სახელმძღვანლოში და ისწავლება სკოლებში.  მის  ლირიკულ და საბავშვო ლექსებზე 90-მდე საესტრადო სიმღერაა შექმნილი, არის საბავშვო მიუზიკლების ლიბრეტოების ავტორი.  2015 წლიდან დღემდე  კულტურის სამინისტროს  პროექტ „ცოცხალი წიგნების“ კოორდინატორია.

იგი, როგორც საბავშვო ავტორი 2020 და 2021 წ.წ. დასახელდა ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემიის „ალმა“-ს ნომინანტად საქართველოდან.

მარიამ წიკლაურის ბლოგი
მარიამ წიკლაურის საბავშვო ლექსები (Facebook გვერდი)
სიმღერები მარიამ წიკლაურის ლექსებზე
ბიბლიოგრაფია

მარიამ წიკლაურის წიგნები

ჩემი აფრიკელი ბებია
რა ჰქვია შენს მეგობარს
ჭიჭიტა
ჰიგიენა - ვიმეგობროთ საპნის ბუშტთან
ბრანდი-ბრუნდი
ქართული ანბანი
ანბანის სამეფო
ქუჩა და შუქნიშანი
ნატვრისთვალო მზისაო
ნანინები
მხიარული რეცეპტები
მხიარული ციფრები
უჩვეულო კვირადღე

ნანინები


ტექსტს კითხულობს ავტორი - მარიამ წიკლაური მუსიკალური გაფორმება და მასტერინგი - ზურაბ მჟავია ილუსტრაცია - Elisabeth Zartl

„ფარშვანგი“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ღონღაძე (10)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

არ დააყოვნოთ დისციპლინირება

თუ თქვენ უნდა გაკიცხოთ შვილი ცუდად მოქცევის გამო, გაკიცხეთ იგი დროზე. გვირჩევს ბუსი. „ხანდახან მშობლები ამბობენ - დავიცადოთ, სანამ სახლში მივალთ... - თუმცა, სანამ სახლში მივლენ, ბავშვს დავიწყებული აქვს ინციდენტი“. მაშასადამე, შაბათს ზოოპარკში წასვლაზე უარის თქმა ხუთშაბათის შეცდომებისთვის მომავალ შეცდომებს ვერ აგარიდებთ. ეს ჩაითვლება, როგორც შემთხვევითი, დაუმსახურებელი სასჯელი თქვენი შვილისთვის

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024