kids.ge logo

იყო და არა იყო რა

ფავორიტებში დამატება

ი−ყო და ა−რა ი−ყო რა, -
ა−სე და−ი−წყო ზღა−პა−რი,
ტყუ−ილ−ზე ბევ−რად ტყუ−ი−ლი,
მარ−თალ−ზე უფ−რო მარ−თა−ლი.
ზღა−პა−რი ბე−ბოს ბე−ბი−ის
ბე−ბი−ამ ჯი−ბით ატა−რა.
თა−ვი−დან თურ−მე ყო−ფი−ლა
ხორბ−ლის მარც−ვალ−ზე პატა−რა.
ზედ მი−უ−კემ−სავს ბე−ბი−ას
რა−ში, წყა−რო და ფო−თო−ლი,
ვარსკვ−ლა−ვე−ბი და ჩი−ტე−ბი,
მზე−თუ−ნა−ხა−ვი, ო−ბო−ლი.
მე−ფის−წუ−ლი და ფას−კუნ−ჯი,
ქორ−ბუ−და, მგე−ლი, არ−წი−ვი,
მშვილდ-ისრიანი დევ-გმირი
და კუ−დი−ა−ნი მა−ცი−ლი.
უ−კა−რო ციხე-კოშკები,
ქონ−გუ−რი−ა−ნი ქა−ლა−ქი,
ქო−სა−ტყუ−ი−ლა, ვე−ზი−რი,
ცხრამ−თი−სი−ქი−თა ა−ლა−გი.
ჰო−და, გა−ბევრ−და ზღა−პა−რი,
ვე−ღარ ი−ტევ−და ჯი−ბე,
სუყ−ვე−ლა−ფე−რი შე−სანს−ლა
სულა−რაფერის ჯიბრ−ზე.
შეძვ−რა სკივრ−ში და წიგ−ნებ−ში,
ა−ავ−სო ქო−ხიც, სა−სახ−ლეც,
ზოგ−მა წამ−ლისთ−ვის გა−ახ−მო,
ზოგ−მა გა−თა−ლა სა−სახ−რედ.
მო−ე−დო მთა-ბარს, გზა-შა−რას,
პეტ−რეს, პავ−ლეს და ი−ვა−ნეს.
ე−ძე−ბეს, მაგ−რამ და−სა−წყისს
მე−რე ვე−ღარსად მი−აგ−ნეს.
და−სას−რულს ნე−ლა ახ−ვევდ−ნენ
ფთი−ლად, კო−ჭად და გორ−გა−ლად.
ვინ - ფარ−დაგს ქსოვ−და,
ვინ - კა−ბას,
ვინ - ქვა−ბის ძი−რი მო−კა−ლა.
გა−ნი თხამ შე−მო−ა−ჭა−მა,
სიგრ−ძე - დე−ვე−ბის ვირ−მა,
რაც დარ−ჩა - ცხად−მა შესნს−ლა,
რაც ა−რა - შეს−ვა ძილ−მა.
ბე−ბოს ბე−ბი−ის ბე−ბი−ამ
ვეღა−რაფერი ი−ღო−ნა,
ჯი−ბეში ჩარ−ჩა ნამ−ცე−ცი -
ი−ყო და ა−რა ი−ყო რა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიგუ-გუ! - ისმის შორი ტყიდან გუგულების მოსალმება. გადაქარგეს მინდორ-ველი გვირილებმა, სოსანებმა. გოგონები ფე...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...თოვლივაშა! ვაშა! მოვამზადებთ თოვლის ვახშამს! თოვლის ფქვილი, თოვლის რძე გარეთ მუხლის თავზე დევს. თოვლის ყველი, ...რვაფეხაერთ რვაფეხა დედას გაუცივდა შვილი. ყველას ასე მოუვა, ვინც უწინდოდ ივლის! დედას გული გაუსკდა, მოიტანა წამალ...ორი ჩიტიოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026