kids.ge logo

„მკურნალები“

ფავორიტებში დამატება

მე და ჩე−მი ძა−მი−კო
რო−ცა ვსტუმ−რობთ ბე−ბი−ას,-
ბა−ბუს ა−სე გას−ძა−ხებს:
ე−ქი−მე−ბი გვეწ−ვი−ა!
ი−სიც უ−ცებ მხარს უ−ბამს,
მკურ−ნა−ლე−ბი მო−ვიდ−ნენ?
ა−ბა, კარ−გად გავხ−დე−ბით,
მა−შინ ა−ღარ მო−ვი−წყენთ!
მე−რე დიდ−ხანს ვხა−ლი−სობთ
ბავშ−ვე−ბი და დი−დე−ბი,
ვა−შოშ−მი−ნებთ დე−დი−კოს,-
არ ვართ გა−დაღ−ლი−ლე−ბი.
ბე−ბო გა−ხა−რე−ბუ−ლი
ირგვ−ლივ ყვე−ლას არწ−მუ−ნებს:
თა−ვი უკ−ვე არ მტკი−ვა,
წნე−ვაც კი არ მა−წუ−ხებს.
ბა−ბუს ა−ღარ სჭირ−დე−ბა
ვა−ლი−დო−ლი გუ−ლისთ−ვის,-
ამ−ბობს: ა−ღარც კი მახ−სოვს
ჩე−მი რა−დი−კუ−ლი−ტი.
ბო−ლოს მა−თი ნათქ−ვა−მი
ლა−მის ჩვენც და−ვი−ჯე−რეთ,-
ა−სე თუ გა−ვაგრ−ძე−ლებთ,
და−ვა−ვი−წყებთ სი−ბე−რეს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მხიარული ზაფხულიეს რა მალე დამთავრდა მხიარული ზაფხული?.. მოდი, ყველას მოვუყვეთ ვინ სად იყო წასული. ზოგი მთაში გახლდათ და ...ბებოს და ბაბუს ჯვრისწერაბებიამ და ბაბუამ გადაწყვიტეს ჯვრისწერა,- ბებო კაბას ყიდულობს, ბაბუ- ჩოხას იკერავს. მხიარულობს ოჯახი, მოვრ...გაზაფხულის წვიმაკაპ-კაპ ციდან მოდის წვრილად გაზაფხულის თბილი წვიმა. არ მაშინებს, ქოლგას ვკეცავ და წვიმასთან ერთად ვცეკვავ... სათამაშო მობილურიგუშინ დედამ მომიტანა მობილური ტელეფონი, ზარები აქვს მხიარული და ფერადი ახლავს ფონი. პატარაა, ვარდისფერი, ...წიგნიუვიცობა დევგმირსაც მიწაზე დაანარცხებს, წიგნს თუ დავიმეგობრებთ,- ვერავინ დაგვამარცხებს. მოგვატარებს მსოფლი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026