kids.ge logo

ქურდის ქურდი

ფავორიტებში დამატება
ხა−თუ−ნამ გუ−ლის კან−კა−ლით
ბე−ბოს მო−პა−რა კა−კა−ლი.
და რო−ცა კა−კალს ჰპა−რავ−და,
რო−ცა ხუ−რავ−და კა−რა−დას,
ქი−ლა გა−უ−ტყდა მუ−რა−ბის,
და სწო−რედ ამ დროს ხა−თუ−ნას
თავ−ზე წა−ად−გა ზუ−რა−ბი.
ხა−თუ−ნამ უ−თხრა: - ძა−მი−კო,
მო−დი, კა−კა−ლი გა−ვი−ყოთ!
ზუ−რი−კომ უ−თხრა: - და−ი−კო,
ეს რომ ბე−ბი−ამ გა−ი−გოს,
ეს რომ დე−დი−კომ გა−ი−გოს,
ეს რომ მა−მი−კომ გა−ი−გოს?..
ა−მი−ტომ მთე−ლი კა−კა−ლი
მე უნ−და მომ−ცე, და−ი−კო!
ხა−თუ−ნამ ხე−ლის კან−კა−ლით
სულ ჩა−უთ−ვა−ლა კა−კა−ლი.
მე−რე არ ი−ცით, რა ი−ყო?
ბე−ბი−ამ მა−ინც გა−ი−გო.
რო−ცა ბე−ბი−ამ გა−ი−გო,
მე−რე მა−მა−მაც გა−ი−გო,
მე−რე დე−და−მაც გა−ი−გო.
ჭორ−მა ი−ა−რა, ი−ა−რა,
სო−ფე−ლი შემოი−ა−რა,
მაგ−რამ ხა−თუ−ნა კი ა−რა,
ქურ−დი კაკ−ლის და მუ−რა−ბის -
მაგ−რად მი−ტყე−პეს ზუ−რა−ბი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამალიროცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუა...ყვინჩილასაქათმის კარებს რომ არ გიღებ, ამისთვის მემდური, ყვინჩილა? რა გიყო, რა ჩემი ბრალია, მეზობლის მამალმა გიჩივ...ნაძვის ხის სიმღერამოვალ, როცა მთა და ბარი თეთრ ნაბადში გაეხვევა, პატარების საოცნებო საახალწლო ნაძვის ხე ვარ. ჩამოვიყვან თოვ...შეჯიბრინოდარიკოს და მაიკოს აქვთ კამათი და დავა. ამ ზაფხულს დასასვენებლად ვინ სად და როდის წავა. მაიკომ უთხრა: - ...ნემსიძაფს რომ ნემსში ვერ აგებს, ბებო ბრაზობს ძალიან, მიჯავრდება ხანდახან, თითქოს ჩემი ბრალია, შორიდან რომ ვუქც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026