kids.ge logo

ას ორი წლის კუს ოცნება

ფავორიტებში დამატება

რაც ის−წავ−ლა, კარ−გად ახ−სოვს,
ას ო−რი წლის კუს.
მაგ−რამ მა−ინც კვლავ სკო−ლა−ში
სი−ა−რუ−ლი სურს.

- რა−ტომ უნ−და ჩა−მოვრ−ჩე−ო
სწავ−ლა−ში−ო სხვას.
ან და ჩემ−ზე ვინ−მემ ცუ−დი,
რა−ტომ უნ−და თქვას!

წინ ხომ კი−დევ, ბევ−რი დამრ−ჩა
გა−სავ−ლე−ლი გზა.
ა−მი−ტო−მაც, ყვე−ლაფ−რისთ−ვის
მინ−და ვი−ყო მზად.

- რა დროს შე−ნი სწავ−ლა−ო -
კუს დას−ცი−ნა ბუმ.
- სწავ−ლა სი−ბე−რემ−დე−ა−ო -
უ−პა−სუ−ხა კუმ.

- მე−რე სი−ბე−რე სწავ−ლაში
არ შე−გიშ−ლის ხელს?
- რა−ტომ ვი−თომ! მწამს, ვი−ცო−ცხლებ
კი−დევ ას ორ წელს.

ჯანსაღი ცხოვ−რე−ბის წე−სით
ვ−ცხოვ−რობ, ვუვ−ლი თავს,,,
ორ კვი−რა−ში ქორ−წი−ლი მაქვს,
სა−ცო−ლე კუც მყავს.

უფრო მე−ტიც, უ−მაღ−ლეს−ში
ჩა−ბა−რე−ბა მსურს.
მარ−თა−ლი−ა, ვერ შე−ვეშ−ვი
ზან−ტად სიარულს;

მაგ−რამ მჯე−რა, ჩემ−ნა−ირ კუს
მი−ზან−და−სა−ხულს;
გან−გე−ბაც კი, ვერ მო−აკ−ლებს
ნა−ნატრ სი−ხა−რულს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოსთან სოფლადვაშა! ახალი წელია და დღეს დილიდან თოვს, ბებო მიმჯდარა ბუხართან, ჩემთვის თბილ წინდებს ქსოვს. რექსს უხარია ...ლუკა და ბებოისე ძლიერ უყვარს, თავის ლეკვი ლუკას; რომ ჭამის დროს მუდამ უყოფს ყოველ ლუკმას. ბებია კი, ტუქსავს, ლუკას, ა...ნუ მაშინებ ამუნია!ნუ მაშინებ ამუნია, კარზე ნუ მიკაკუნებ; თორემ, ნახავ, რასაც გიზამ, ფეხებს დაგიბაკუნებ!...გაბუტული ნატობებომ გული გამიწყალა, ამიკრძალა თამაში. მსაყვედურობს, ნუ ცელქობო, ნუ დადიხარ ტალახში; თორემ დედას დავურეკ...მზე პირს იბანს- ნახე, წვიმს და თანაც მზეა, გიკვირს, ჩემო ძვირფასო? იცი, ამ დროს რას ამბობენ? რას და მზე პირს იბანსო. - ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026