kids.ge logo

პაწია მერცხალი

ფავორიტებში დამატება
მე პა−წი−ა მერ−ცხა−ლი ვარ,
მო−ჭიკ−ჭი−კე, მო−ა−ლერ−სე;
ნე−ტა−ვი რა და−გი−შა−ვე,
ქვებს რომ მესვ−რი, ბი−ჭო სე−სე?!

სიყ−ვა−რუ−ლით, სი−ხა−რუ−ლით
მთე−ბი, ზღვე−ბი გად−მოვ−ლე−სე,
სა−ნამ შენ−თან მო−ვი−დო−დი,
ერ−თხე−ლაც არ და−ვიკვ−ნე−სე.

შო−რით თვა−ლებს გი−კოც−ნი−დი,
ცის ლაჟ−ვარდ−ში ვსრი−ა−ლებ−დი,
ვჭიკ−ჭი−კებ−დი, შე−გამ−კობ−დი,
სულ შენ შე−მოგტრ−ფი−ა−ლებ−დი.

ცხრა-მთა გზი−დან მო−მა−ვა−ლი,
მო−ქან−ცუ−ლი, მო−ღა−ლუ−ლი,
დაბლა-დაბლა ვეშ−ვე−ბო−დი,
შენ გე−ძებ−და ჩე−მი გუ−ლი.

ა−ი, მო−ველ, და−გი−ნა−ხე,
გულ−ში ია-ვარდი ვთე−სე,
ავ−ჭიკ−ჭიკ−დი უფ−რო ტკბი−ლად,
ხმე−ბი გა−ვი−უ−კე−თე−სე.

გე−ფი−ცე−ბი და-ძმობასა,
მხო−ლოდ ეხ−ლა და−ვიკვ−ნე−სე:
არ გრ−ცხვე−ნი−ა, უ−მი−ზე−ზოდ
ქვებს რომ მესვ−რი, ბი−ჭო სე−სე?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...ზამთარითეთრად ქათქათებს მინდორი, ბიჭო, რას უზი კერასა? გამოდი, გამომზიგულდი, რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა! შეხედე ...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026