kids.ge logo

ანას გასაჭირი

ფავორიტებში დამატება
თუ−კი და−მა−ცე−მი−ნა,
დე−და მაწვ−დის მა−შინ−ვე
თერ−მო−მეტრს და ი−ძა−ხის:
- შე−ნი ფე−რი მა−ში−ნებს!

გა−მი−ზო−მავს სი−ცხეს და
ი−სევ ი−წყებს ვაი-ვიშს:
- ა−ბა, ჩქა−რა და−წე−ქი! -
წამს−ვე ლო−გინს გა−მიშ−ლის.

და−მი−ლა−გებს სა−წოლ−თან
ა−ბებ−სა და მიქს−ტუ−რებს.
ვინც კი ჩემ−თან შე−მო−დის,
ყვე−ლას გა−რეთ ის−ტუმ−რებს:

- ა−ნას ახ−ლა სი−ცხე აქვს,
გა−მო−კეთ−დეს, ად−რო−ვეთ.
სხვა დროს მო−დით, ბავშ−ვე−ბო,
ახ−ლა მარ−ტო და−ტო−ვეთ!

დე−დას, ალ−ბათ, ჰგო−ნი−ა,
რომ კარგ საქ−მეს ა−კე−თებს -
მე ბავშ−ვებ−თან თა−მა−ში
უფ−რო გამომა−კე−თებს.

მე−რე ი−სევ თერ−მო−მეტრს
იღ−ლი−ის ქვეშ გა−მიჩ−რის...
ეჰ, მარ−ტო ეს რომ ი−ყოს,
მა−შინ კი−დევ რა მი−ჭირს?

ძა−ლით ლი−მონს შე−მაჭ−მევს -
და−ხო−ცავ−სო ბა−ცი−ლებს!
ძმრი−ან ტი−ლოს შუბ−ლი−დან
წუ−თი−თაც არ მა−ცი−ლებს...

ო−რი გზა მაქვს, დე−დამ კვლავ
ა−სე რომ არ მამ−ყო−ფოს -
თერ−მო−მეტ−რი დავ−მა−ლო
ან არ ვი−ა−ვადმ−ყო−ფო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რკოს კაცუნადღეს პატარა ვერიკომ მოაგროვა ტყეში რკო. მერე დაჯდა ხის ძირას, გააკეთა იცი, რა? პაწაწინა კაცუნა, რკოსთავა ...ლოკოკინაამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და...მაიმუნიაბა, აქ სად ვიქანავებთ?! არ ჰკიდია ლიანები! ან ტოტებზე სად ვიხტუნოთ?! არც ხეები შრიალებენ! თუკი რამეს მოგ...მზე, მთვარე და ღრუბელიმზემ გადასძახა მთვარესა: - ვანათებ არემარესა, შენ რის მაქნისი მყავხარო, მთელი დღე უქმად დგახარო! წარბი შე...ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026