kids.ge logo

იმერული ნანინა

ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს

ფავორიტებში დამატება
გა−პუ−ტუ−ლო გლე−ხის შვი−ლო, შენ პა−წა−წი−ნა−ო!
აგ−რე ტკბი−ლად, უ−დარ−დე−ლად რამ და−გა−ძი−ნა−ო?
დე−დის მკერდ−ში მი−გიგ−ნი−ა შენ ტკბი−ლი ბი−ნა−ო...
და−ი−ძი−ნე ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

დე−და ე−ტყვის: “გე−ნაც−ვა−ლოს შე−ნი მშო−ბე−ლი−ო,
ძუ−ძუ−ებ−ში ჩა−გივ−ლი−ა პა−წა−წა ხე−ლი−ო!
შენს ვაჟ−კა−ცო−ბას მო−მასწ−რებს მე ღვთისმშო−ბე−ლი−ო,
მამიშე−ნის ბე−დის არ ხარ, შენ სხვა ბედს ე−ლი−ო:

შე−ნი ვარსკვ−ლა−ვი სხვა ა−რის! - ბედ−მა გი−ცი−ნა−ო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

ღმერთს შე−ნი ბედ−ნი−ე−რე−ბა წი−ნეთ უ−სა−ხავ−სო,
შენც მის ნაცვ−ლად ემ−სა−ხუ−რე, ნუ−რას ი−ზამ ავ−სო,
დე−დას თმას ნუ მა−წე−წი−ნებ, ნუ ჩა−მაც−მევ შავ−სო!
სხვებ რა გი−ჭირს: ხომ შე−ი−ტყვე, ბა−ტო−ნი არ გყავ−სო!

რისთ−ვის შეკრ−თი? მარ−თა−ლი−ა!... რამ შე−გა−ში−ნა−ო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

გა−იზრ−დე−ბი, გე−ნაც−ვა−ლე, თა−ვი−სუ−ფა−ლი−ო;
ბა−ტო−ნი ვერ შე−გა−წუ−ხებს, ვერც გაგ−ტეხს ვა−ლი−ო;
შენს მტერ−სა და მო−შურ−ნე−სა და−უდ−გეს თვა−ლი−ო;
ჭი−რი−სა და ავ თვა−ლის−გან გიხს−ნის უ−ფა−ლი−ო!

ხომ გი−ა−მა, გე−ნაც−ვა−ლე! მან გა−გა−ცი−ნა−ო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

დიდი-კაცის შვილს სკო−ლა−ში გვერდთ მო−უჯ−დე−ბი−ო;
ა−ბა შენ ი−ცი, ბი−ჭო−ჯან, რო−გორ ეც−დე−ბი−ო;
ძველ ბა−ტო−ნის შვილს სწავ−ლა−ში ნუ ჩა−მორ−ჩე−ბი−ო,
გლეხ−სა ნი−ჭი ა−რა აქვ−სო, არ ა−ფიქ−რე−ბი−ო!..

შე−ნი და−ჩაგ−რუ−ლი ძმე−ბი შენ უნ−და იხს−ნა−ო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

ჩი−ნოვ−ნი−კე−ბიც ა−რი−ან ჩვე−ნი გამწ−ვა−ლე−ო:
ჩვენს საქ−მე−ზე რო−ცა მი−ვალთ, გვე−ტყვი−ან: “ხვალეო”,
და, ჩვენ რო−ცა დაგვ−საქ−მე−ბენ, მა−შინ კი - “მალეო!”
ა−მას შენ ვე−ღარ გე−ტყვი−ან, შენ გე−ნაც−ვა−ლეო,

რომ ვე−ღარ და−გიბ−რიყ−ვე−ბენ, თუ რომ თა−ვი სცნა−ო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

პა−წა−წი−ნა ი−ა−დო−ნო და ვარ−დის კო−ნა−ო,
დღეს ხომ კარ−გად გა−ი−გო−ნე ჩე−მი ნა−ნი−ნა−ო?
და, თუ კარ−გად გა−ი−გო−ნე, ხომ მო−გე−წო−ნა−ო?
მაშ ნუ გძი−ნავს! გა−იღ−ვი−ძე! ი−ცან ქვე−ყა−ნა−ო!

შენც შე−ი−ტყვე ა−მა სოფ−ლის ცრუ გა−მო−ცა−ნა−ო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნა−ნი−ნა−ო!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...გაზაფხულის მაყრებიმიიპარება ზამთარი, ძალ-ღონე გამოელია, და თვალს არიდებს გაზაფხულს!.. რა ცუდი მასპინძელია! კარის-კაცები თან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026